ერევანში "არარატის" დუბლების 23 წლის მეკარე მუშეგ გევონდიანი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
გევონდიანი ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს ტყვიის რამდენიმე მასრა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.