პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დაწვას ფრანგული სატირული ჟურნალი „შარლი ებდო" კარიკატურით გამოეხმაურა. ჟურნალის ახალი ნომრის შეზღუდული რაოდენობა დღეს დილიდან იყიდება პარიზის საგაზეთო ჯიხურებში, ოფიციალურად კი ჟურნალის სრული ტირაჟი ოთხშაბათს გამოვა.
ჟურნალის გარეკანზე ასახულია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მარკონის ბოროტად მომღიმარი სახე, რომელსაც თავზე ცეცხლმოკიდებული ტაძარი ადგას წარწერით „რეფორმები" და დამატებული აქვს საფრანგეთის ლიდერის სიტყვები: „მე ვიწყებ საყრდენი კონსტრუქციით".
ამ კარიკატურამ საფრანგეთის საზოგადოების ნაწილში მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ „შარლი ებდო" პრეზიდენტ მაკრონის პოლიტიკას ხშირად აკრიტიკებს. რამდენიმე თვის წინ მათ პრეზიდენტის ერთ-ერთი შარჟი სწორედ პარიზის პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ფონზე დაბეჭდეს. მასზე გამოსახული იყო ნოტრ-დამის წინ მჯდომი საფრანგეთის პირველი ლედი, რომელსაც მუხლებზე პრეზიდენტი მაკრონი ესვა და გაკეთებული ჰქონდა წარწერა - „ღვთისმშობელო, მიხედე ამათ".