ახალი სკანდალი: მელანია ტრამპს მსოფლიოს ყველაზე გლამურული ქალი ბლოკავს

ახალი სკანდალი: მელანია ტრამპს მსოფლიოს ყველაზე გლამურული ქალი ბლოკავს

ახალი სკანდალი, რომელიც მოდის ინდუსტრიაში დატრიალდა და მთელს მსოფლიოს მოედო ჟურნალ Vogue-ის ამერიკული ვერსიის რედაქტორს ანა ვინტურსა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედს მელანია ტრამპს შორის მოხდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი, პირველი ლედის ამპლუაში Vogue-ის გარე ყდაზე არ გამოჩენილა.

ანა ვინტურმა განაცხადა, რომ მელანია ტრამპი მისთვის შთამაგონებელი ქალბატონია, თუმცა ამ ეტაპზე არ არის დარწმუნებული, რომ მისი ჟურნალის ყდაზე გამოჩენა საჭიროებას წარმოადგენს და ამ საკითზე ჯერ-ჯერობით არც ფიქრობს.

ანა ვინტურის განცხადება პასუხის გარეშე არ დაუტოვებიათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მელანია ტრამპის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პირველი ლედის პრიორიტეტებში არ შედის Vogue-ის გარეკანზე მოხვედრა. ყველაფერს, რასაც მელანია დღეისათვის აკეთებს გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე რაიმე სახის ფოტოსესია.