"მაიას უშვერი სიტყვებით მიმართავდა..." - ვინ მიაყენა შეურაცხყოფა გოგა ბარბაქაძის ცოლს და რატომ დააკავეს მსახიობის ძმა

სე­რი­ალ "შუა ქა­ლა­ქის" მსა­ხი­ო­ბის, გოგა ბარ­ბა­ქა­ძის ძმა, რეზი ნა­ცა­რიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო პირი ჯგუ­ფურ ცე­მა­სა და მუ­ქა­რა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

რო­გორც გოგა ბარ­ბა­ქა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ყო­ფილ­მა სამ­ხედ­რომ, და­ვით ნემ­სა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­უღ­ლის, მსა­ხი­ობ მაია დო­ბორჯგი­ნი­ძის მი­სა­მარ­თით შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ბარ­ბა­ქა­ძის გან­მარ­ტე­ბით, ნემ­სა­ძეს მისი მე­უღ­ლე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მე­ლი ეგო­ნა.

"ეს ადა­მი­ა­ნი ჩემს მე­უღ­ლეს უშ­ვე­რი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თავ­და, მას­ხა­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­და და ვი­დეო ლა­ივ­ში აფურ­თხებ­და კი­დეც. გა­ზი­ა­რე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რო­გორ ვარ­ჯი­შობს ჯა­რის­კა­ცი, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ნემ­სა­ძე მას­ზე ამ­ბობს, ეს კაცი "მაკ­დო­ნალდსში" უნდა მუ­შა­ობ­დეს და "ღა­მის შოუს" ეს მას­ხა­რა (იგუ­ლის­ხმა მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე) თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­შიო. კარ­გად იქ­ნე­ბა აბა რა, მა­ი­ორ­ზე, თუ ლე­ი­ტერ­ნატ­ზე მეტ ხელ­ფასს იღებ­სო. ეს სრუ­ლი აბ­სურ­დია, ჩემს მე­უღ­ლეს თე­ატ­რის გარ­და არას­დროს არ­სად უმუ­შა­ვია. ამ ადა­მი­ან­მა შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნა არაფ­რის გამო, სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში რომ არ ვართ, ისე", - აცხა­დებს ბარ­ბა­ქა­ძე.

რო­გორც მსა­ხი­ო­ბი გან­მარ­ტავს, იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აიტ­ვირ­თა, ის თურ­ქეთ­ში გას­ტროლ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, იქი­დან ჩა­მო­სულ­მა კი, და­ვით ნემ­სა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბა და შეხ­ვედ­რა სცა­და.

"მივ­წე­რე, იქ­ნებ შემ­ხვედ­რო­და. ვი­ფიქ­რე, ვი­ღა­ცამ შე­იყ­ვა­ნა შეც­დო­მა­ში-მეთ­ქი, მაგ­რამ არ შემ­ხვდა, არც კონ­ტაქ­ტზე გა­მო­ვი­და. ამ ვი­დე­ოს 50 000 გა­ზი­ა­რე­ბა ჰქონ­და, ძა­ლი­ან ცუდი, შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი წა­მო­ვი­და ჩემი მე­უღ­ლის და ზო­გა­დად, მთე­ლი ოჯა­ხის მი­სა­მარ­თით, რაც ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და. ძნე­ლია, ამას გა­უძ­ლო, რად­გან ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იც­ნობს და უცებ ასე რომ შე­ატ­რი­ა­ლა ყვე­ლა­ფე­რი ამ ადა­მი­ა­ნის ერ­თმა ნა­ლა­პა­რა­კებ­მა, თან ისეთ დროს, როცა მარ­თლა არა­ფერ შუ­ა­ში ვართ, ძა­ლი­ან რთუ­ლია. აგ­რე­სი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის ავ­ტო­რებს ავუხ­სე­ნი, რა­შიც იყო საქ­მე და ბო­დი­ში მო­ი­ხა­დეს“, - აცხა­დებს მსა­ხი­ო­ბი.

რო­გორც ის გან­მარ­ტავს, ინ­ცი­დენ­ტი 9 აპ­რილს, ერთ-ერთ სპორტდარ­ბაზ­ში მოხ­და, სა­დაც მისი ძმა, რეზი ნა­ცა­რიშ­ვი­ლი ვარ­ჯი­შობ­და.

"აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემი ძმა სა­დაც ვარ­ჯი­შობ­და, ეს ადა­მი­ა­ნიც იქ ვარ­ჯი­შობ­და. ჩემ­მა ძმამ და­მი­რე­კა, მოდი, აქ არის, და­ე­ლა­პა­რა­კე, იქ­ნებ ეს ვი­დეო აი­ღო­სო. როცა მი­ვე­დი, ვუ­თხა­რი, რომ მაია დო­ბორჯგი­ნი­ძის მე­უღ­ლე ვი­ყა­ვი. ჩემს მე­უღ­ლე­ზე რა­ღაც ვი­დეო დადე, ჩემ­მა ოჯახ­მა ასე­თი რა და­გი­შა­ვა, რომ ასე­თი შე­უ­რა­ცხყო­ფა მოგ­ვა­ყე­ნე-მეთ­ქი, ვკი­თხე. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თე, მაია დო­ბორჯგი­ნი­ძე მარ­თლა მათი თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო თუ არა და იმათ­მა პა­სუ­ხი არ მომ­წე­რეს, შენ რა­ნა­ი­რად და­გი­ჯე­რო, ათა­სი მას­ხა­რა მუ­შა­ობს იქო, აგ­რე­სი­უ­ლად მი­პა­სუ­ხა. ამის შემ­დეგ, ჩემი ძმის­კენ გა­მო­ი­წია, მან კი მო­გე­რი­ე­ბის მიზ­ნით, ხელი მო­უქ­ნია, რაც მარ­ჯვე­ნა წარ­ბში მოხ­ვდა. ამის შემ­დეგ, სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის მიზ­ნით, ჩემი ძმა გა­მო­ვიყ­ვა­ნე, ამ ადა­მი­ანს კი თქვე­ნო­ბით ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. ორი დღის წინ, ჩემი ძმა და­ა­კა­ვეს და ამ ადა­მი­ან­მა ბრა­ლიც და­ამ­ძი­მე­ბი­ნა, მე­მუქ­რე­ბო­დაო, თქვა. თურ­მე, სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით ვე­მუქ­რე­ბო­დით. ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ამ­დენს იტყუ­ბა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­უ­ჯე­რო? ათ­კა­ცი­ა­ნი სპეც­რაზ­მი და­მეს­ხა თავ­სო, ამ­ბობს. მოწ­მე­ე­ბიც არი­ან ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც იქ ვარ­ჯი­შობ­დნენ, რომ არც მუ­ქა­რას ჰქო­ნია ად­გი­ლი და არც ათ­კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი ყო­ფი­ლა.

ამ ყვე­ლა­ფერს ტყუ­ი­ლე­ბის კას­კა­დი მოჰ­ყვა, თურ­მე, მეც და ჩემი ძმაც უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვართ. ეს ადა­მი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­შია, მე კი­დევ ამ­გვა­რად გა­დავ­რჩი, ხომ შე­იძ­ლე­ბა ჩემ­ნა­ი­რი გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი არ შერ­ჩეს და და­ღუ­პოს ადა­მი­ა­ნი, რო­გორც ეს ჩემს ძმას გა­უ­კე­თა. ყვე­ლა პოს­ტში ჯა­რის­კა­ცო­ბა­ზე და კა­ცო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს, ღმერ­თს ახ­სე­ნებს და ამ­ხე­ლა ცილს წა­მებს ადა­მი­ანს", - აცხა­დებს ბარ­ბა­ქა­ძე.

რეზი ნა­ცა­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი, მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის მხრი­დან მუ­ქა­რას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია და ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა საქ­მე­შიც არ არ­სე­ბობს.

"თავ­და­პირ­ვე­ლად, ცე­მას ედა­ვე­ბოდ­ნენ, რო­მელ­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა - ნა­კაწ­რის სა­ხით გა­მო­იწ­ვია და რა­მაც გა­ნაც­დე­ვი­ნა ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, და­ვით ნემ­სა­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რას და­მა­ტე­ბი­თი გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლა, ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბა მო­ი­თხო­ვა. ნემ­სა­ძე აცხა­დებს, რომ ნა­ცა­რიშ­ვი­ლი მას ემუქ­რე­ბო­და, რაც სი­ცოხ­ლის­თვის სა­ში­ში იყო და რე­ა­ლურ მუ­ქა­რად აღიქ­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრა­ლი გა­და­აკ­ვა­ლი­ფი­ცი­რა და ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ბრა­ლი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში მუ­ქა­რი­სა და ცე­მის მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბას ითხოვ­და, თან ასა­ბუ­თებ­და, რომ ეს კონ­ფლიქ­ტი აღ­მო­ფხვრი­ლი არ არის და შე­საძ­ლოა, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა გაგ­რძელ­დეს, ასე­ვე ხელი შე­ე­შა­ლოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას და მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა მოხ­დეს, რაც დაც­ვის მხა­რემ გა­ვა­ბა­თი­ლეთ.

ნა­ცა­რიშ­ვი­ლი ბრალს ნა­წი­ლობ­რივ ეთან­ხმე­ბა, ის მუ­ქა­რას ცალ­სა­ხად გა­მო­რი­ცხავს. ერთი მოწ­მეც არ არის, რო­მე­ლიც და­ა­დას­ტუ­რებს, რომ მუ­ქა­რას ჰქონ­და ად­გი­ლი", - აცხა­დებს კუბ­ლაშ­ვი­ლი.