ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი მადრიდის „რეალს“ უახლოვდება. AS-ის ინფორმაციით, დანიელ ფეხბურთელს „სამეფო კლუბის“ გარდა „მანჩესტერ იუნაიტედიც“ აქტიურად ეპატიჟება.
თუმცა, „ტოტენჰემის“ პრიორიტეტია, რომ ფეხბურთელი ინგლისის გარეთ გაყიდოს და თავად ერიკსენსაც „ოლდ ტრაფორდზე“ გადაბარგებას „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაში ურჩევნია.
სკანდინავიელს „მამლებთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს. რაც თავისთავად ზრდის მისი ლონდონიდან დამდეგ ზაფხულს წასვლის შანსს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კრისტიან ერიკსენმა ყველა ტურნირის ჩათვლით 42 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა, 16 საგოლე პასი მიითვალა.