მაიკლ ჯორდანი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

მაიკლ ჯორდანი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა

მაიკლ ჯორდანი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად კიდევ ერთხელ დასახელდა. ამერიკელ გულშემატკივარს შორის ინტერნეტგამოცემა Bisunessinsider-მა საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა, რომელსაც უნდა დაედგინა, თუ ვინაა ყველა დროის საუკეთესო სპორტის ამ სახეობაში.

გამოკითხულთა 66%-მა საკუთარი არჩევანი ლეგენდარული ჯორდანის სასარგებლოდ გააკეთა, რომელმაც მეორე ადგილზე გასულ „ლეიკერსის“ ვარსკვლავს, ლებრონ ჯეიმსს (10.4%) ძალიან დიდი უპირატესობით აჯობა.

მესამე პოზიცია კი 4%-ით ლარი ბერდმა დაიკავა. საინტერესოა, რომ ეს გამოცემა მსგავსი სახის კვლევას ყოველწლიურად ატარებს და გულშემატკივართა არჩევანი შეიძლება ითქვას პრაქტიკულად არ იცვლება.