პოეტი და არტისტი, ზურაბ რთველიაშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“Neoliberalism + Terrorism = Neonazism …
სამწუხაროდ, ამ მოჯადოებული წრიდან ვეღარ გამოვიდა მსოფლიო და ყოველ დღე ნაბიჯ- ნაბიჯ მიექანება კატასტროფისკენ …
ამის დედა ვატირე, კი ბატონო მიწასწასთან გავასწოროთ სამუზეუმო კულტურა მთელი მისი ობიექტებით, მაგრამ ამის გამკეთებელი როგორ ალტენატივას გვთავაზობს სამყაროს ახალი მოწყობის თვალსაზრისით ის მაინც აგვიხსნას? – იქნებ, ისეთ ზეპროგრესულ ნაკადში შევყავართ რომ ჩვენც დავიწყოთ ყველაფრის გაცამტვერბა რაც გარშემო გვაკრავს? თუ არა და მაშინ ხომ უნდა გამოჩნდეს ძალა, რომელიც შეაჩერებს ამ კატასტროფას ? სამწუხაროდ, ჩვენ თეორიული ყავარჯნების მეტი არაფერი გვაქვს რომ დავეყრდნოთ, ხეიბარი ინტელექტუალი უმართავი მონსტრის წინააღმდეგ, რომელიც იბრძვის წესების და გონიერების გარეშე …”, – წერს ზურაბ რთველიაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი სრულადაა ლიკვიდირებული. ადგილზე პრევენციის მიზნით კვლავ რჩებიან მეხანძრეები.
დამანგრეველმა ხანძარმა, რომელიც ორშაბათს საღამოს გაჩნდა, 850-წლის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სახურავი დააზიანა. ჩამოინგრა გოთიკური შპილები. ამ პროცესს უამრავი თვითმხილველი აკვირდებოდა. ნოტრ-დამის მთავარი სტრუქტურა შენარჩუნებულია, ისევე როგორც ჩრდილოეთის ორი კოშკი.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ეკლესიას აღადგენენ და უარესმა უკვე ჩაიარა. მან თანხების მოზიდვის მიზნით საერთაშორისო კამპანიაც დააანონსა.
ევროკომისია პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად გრანტს გამოყოფს. როგორც ევროკომისიის პრესსამსახურში აცხადებენ, გრანტის ზუსტი ოდენობა ზარალის დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.
ნოტრ დამის აღსადგენად 100 მილიონ ევროს გამოყოფს ფრანგი მილიარდერის, ფრანსუა პინოს ოჯახი. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ტაძრის აღსადგენად 10 მილიონს ილ დე ფრანსის რეგიონის ხელმძღვენლობა გამოყოფს.