გიჟებს არ ვპასუხობ

გიჟებს არ ვპასუხობ

უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, თიანეთის მერის თამაზ მეჭიაურის ბრალდებებს პასუხობს. როგორც ქუცნაშვილმა „2020NEWS-თან“ საუბარისას თქვა, გიჟების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პასუხის გაცემა არ სურს. „გიჟებს არ ვპასუხობ. გიჟებს, რომ უპასუხო, მაშინ შენც გიჟი უნდა იყო“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა კონტაქტი კომპანია „ნიკარემსტროისთან“, რომელმაც თიანეთში საბავშო ბაღები და ადმინისტრაციული შენობების რეაბილიტაცია ჩაატარა, ქუცნაშვილი ასე პასუხობს - „არ ვიცი , რატომ მაკავშირებს მეჭიაური ამ კომპანიასთან, ეს გიჟებს უნდა ჰკითხოთ“.

შეგახსენებთ, გუშინ თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა,„2020NEWS-თან“ საუბარისას, უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კომპანია „ნიკარემსტროისთან“ კავშირში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 140 ათასი ლარი, რომელიც კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე აიღო, ქუცნაშვილმა წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა.