ჩვენთან მოასწრეს ღლიცინიც, ჩხუბიც და აქედან გასცემდნენ დირექტივებს…”

ჩვენთან მოასწრეს ღლიცინიც, ჩხუბიც და აქედან გასცემდნენ დირექტივებს…”

საქართველოში კომპანია Azimut Yachts-ის წარმომადგენელი გიორგი ჩიკვაიძე გუშინ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება:

“ძალიან მძიმეა რაც პარიზში მოხდა, მაგრამ სხვა დეტალებს დავაკვირდი, ჩემი ფრანგი მეგობრების სოც. ქსელებში და ევროპულ მედიაში!

  1. მედია და ჟურნალისტები არ შეჭრილან ცეცხლმოკიდებული ტაძრის ამბიონამდე.
  2. არ დაუწყევლია საზოგადოებას მეხანძრეები თავიანთი ოჯახებით.
  3. საზოგადოება კონსოლიდირებულად წუხდა საკმაოდ მოშორებით.
  4. ფრანგი საზოგადოების უმრავლესობას გუშინვე არ დაუცვია სამეცნიერო ხარისხი, სამაშველო და მეხანძრეობის მიმართულებით.
  5. არ დაუჭამიათ ერთმანეთი განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო.
  6. არ მოუთხოვიათ მთავრობის გადადგომა.
  7. ხალხი და საზოგადოება გაერთიანდა ტრაგედიის გარშემო.

P.s. ჩვენთან მოასწრეს ღლიცინიც, ჩხუბიც და აქედან გასცემდნენ დირექტივებს, როგორ უნდა ემოქმედა საფრანგეთს!” – წერს გიორგი ჩიკვაიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გუშინ ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შესძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე აღსანიშნავია, რომ ტაძარში არსებული რელიკვიები, მათ შორის იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი გადარჩენილია.

ამ ეტაპზე ჯერ უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი, თუმცა წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.

ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ლიკვიდირებულია.