პარიზის ცენტრში საგანგებო მდგომარეობაა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

პარიზის ცენტრში საგანგებო მდგომარეობაა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა

პირველადი ინფორმაციით საფრანგეთში ხანძრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, - ამის შესახებ "პირველს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

"საფრანგეთში საქართველოს საელჩო თვალს ადევნებს ინფორმაციას და კონტაქტზეა ფრანგულ მხარესთან. საელჩოში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი +33 7 83 31 86 89. ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ ეტაპზე არ შესულა", - განუცხადეს "პირველს" საქართველოს საგარეო უწყებაში.