ქართული ცეკვის ანსამბლ „გორდას“ წევრთა ნაწილი ისრაელიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება

ქართული ცეკვის ანსამბლ „გორდას“ წევრთა ნაწილი ისრაელიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება

ქართული ცეკვის ანსამბლის „გორდა“ ნაწილი ისრაელიდან საქართველოში დღეს დაბრუნდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს „აირზენას“ რეისით, 21:30 საათზე ხუთი ბავშვი და ორი მშობელი საქართველოში დაბრუნდება.

„ისრაელში საქართველოს კონსულს შეხვედრა ჰქონდა მოქალაქეებთან, ბავშვებთან, ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის წარმომადგენლებთან. შეხვედრის შედეგად, მიღებულ იქნა ბავშვებისა და ორი მშობლის საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება. ისინი დღეს „აირზენას“ რეისით 21:30 საათზე გამოფრინდებიან საქართველოში. მათი ბილეთები ისრაელის მხარემ შეიძინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არიან ოჯახის წევრები,” – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, 14 აპრილს ქართული ცეკვის ანსამბლი „გორდა“ ისრაელში არ შეუშვეს. მესაზღვრეებისათვის საეჭვო გახდა ის გარემოება, რომ ანსამბლი ისრაელში მიდიოდა საბავშვო ფესტივალზე მონაწილეობის მიზნით და ანსამბლის 17 წევრიდან მხოლოდ 5 იყო ბავშვი, დანარჩენი კი 25 წლის ზემოთ პირები. ანსამბლის წევრთა ნაწილი საქართველოში 17 აპრილს დაბრუნდება.

 

trampi მაგარი მეგობრობააა..... მაგარი
როგორ ჩვენ ყველას მეგობრები ვართ და ჩვენი კიდევ არავინ ...
ვისაც ესეთი ლიბერალიზმი და დემოკრატია მოსწონს ქუნემ სუყველა----- ქართველი ტ/რაკში ამოისვეს და ხმას ნუ იღებტ თორე ეს რუსული პროპაგანდაააო
რა შუაშია რუსუილი პროპაგანდა?
ან კიდევ კაცმა რომ თქვას ქართველი საქართველოში მაინც, ტყუილად არ უნდა იჩაგრებოდესო ეს რუსული პ[როპაგანდაააა???
5 წლის უკან