“უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ… მათთვის სამარცხვინო ინფორმაცია გაავრცელეს…”

“უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ… მათთვის სამარცხვინო ინფორმაცია გაავრცელეს…”

ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ ჩვენი ოპონენტები თავისი პარტიული მედიასაშუალებებით, როდესაც ასეთი მათთვის სამარცხვინო ინფორმაცია გაავრცელეს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ქართველი იუნკერის მიერ ამერიკელი სამხედრო გოგონას მიმართ ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

„უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ ჩვენი ოპონენტები თავისი პარტიული მედიასაშუალებებით, როდესაც ასეთი მათთვის სამარცხვინო ინფორმაცია გაავრცელეს, ეს შემდეგ  ჩვენი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებებით დადასტურდა.ყველას მოვუწოდებ, რომ თავი არ მოიჭრან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს ბრიფინგი გამართა. როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, არის მიზანმიმართული კამპანია, რომელიც ჩრდილს აყენებს საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას ნატო-სთან სტრატეგიულ პარტნიორებთან.

გადაცემაში “შაბათის კურიერი” გორის ეროვნული სამხედრო აკადემიის შესახებ გასული სიუჟეტის შემდეგ, “კურიერს” განმარტების გაკეთება მოუხდა.

როგორც ირკვევა, “კურიერს” აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, რომ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა. უფრო კონკრეტულად კი, “შაბათის კურიერში” გასულ სიუჟეტში ავტორი ქართველი იუნკერის მხრიდან ამერიკელ იუნკერ გოგონაზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე საუბრობდა, თუმცა “კურიერს” სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაციის უარყოფა დღეს მას შემდეგ მოუხდა, რაც საქართველოში ამერიკის საელჩომ მსგავსი ფაქტი არ დაადასტურა და გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა მოსთხოვა.

“თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში, ამერიკელ კონკურსანტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე მოკვლევა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა ქართულ მხარესთან ერთად ჩაატარეს. “კურიერს” საელჩოდან აცნობეს, რომ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა”, – ნათქვამია “კურიერის” მიერ გაკეთებულ განმარტებაში.

 

Maverick შედეგი ? კურიერს მოეთხოვა თუ არა პასუხი?!
6 წლის უკან