თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი "ლივერპულის" "უიღბლო მეკარეს" შეუყვარდა

ქართველი მოდელი და ლორის კარიუსი დამეგობრდნენ. ისინი "ინსტაგრამზე" ერთმანეთის მიმდევრები არიან.

პრემიერლიგის ფანების "ფეისბუქგვერდი" თურქულ პრესაზე დაყრდნობით პირდაპირ წერს - ლორის კარიუსს ახალგაზრდა ქართველი მოდელი მოსწონსო.

შეგახსენებთ, რომ ლორისი ამჟამად თურქული "ბეშიქთაშის" ღირსებას იცავს. იგი ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის ფინალში "ლივერპულის" ღირსებას იცავდა. სწორედ მისი საბედისწერო შეცდომების გამო წააგო ბრიტანულმა გუნდმა.

რაც შეეხება თაკო ნაცვლიშვილს, იგი სპორტისგან შორს არ არის: საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის ვახტანგ ნაცვლიშვილის ქალიშვილია.