ნოე სულაბერიძის და ჯანეტ ქერდიყოშვილის მიმართ, საზოგადოების ინტერესი არ წყდება.
წყვილის მოულოდნელმა ნიშნობამ ყველა გააოცა. ჯანეტი და ნოე ნიშნობის მეორე დღეს ევროპაში გაემგზავრნენ, ისინი ჯერ ვენაში იმყოფებოდნენ გლამურულ წვეულებაზე, სადაც ჯანეტის ოჯახის წევრებიც იყვნენ, ამჯერად კი თაფლობისთვეს ტოსკანაში ატარებენ.
ჯანეტ ქერდიყოშვილს ნიშნობაზე ულამაზესი თეთრი კაბა ეცვა, საყვარელმა მამაკაცმა და მომავალმა მეუღლემ მას ვარდების ულამაზესი თაიგული მიართვა.
ცნობილმა პროდუსერმა ჯანეტ ქერდიყოშვილს უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედი მიართვა.
მოდელმა ულამაზესი ნიშნობის ბეჭდის ფოტო საკუთარ ინსტაგრამ გვერდზეე დადო. ნიშნობის ბეჭედი სავარაუდოდ “ტიფანი&კო”- ბრენდი გახლავთ , რომლის ფასიც 5 000 დან იწყება და მილიონდე ადის.