“რესპუბლიკური პარტიის” წევრი, დავით ზურაბიშვილი ქართულ პოლიტიკაში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს ეხმაურება და სახალისო ინიციატივით გამოდის.
“ამ ბოლო დროს, გვარს არ დავასახელებ და, ტელევიზიებს რომ ვუყურებ, მემგონი, არჩევნები არ გვჭირდება – მაინც ხარჯია, ხლაფორთი, ტანჯვა-წვალება და ა. შ. ამიტომ, გადავწყვიტოთ მარტივად: დავიყოთ ბანაკებად და ვინც უფრო მაგრად შეაგინებს ოპონენტებს, ის იყოს მოგებული. მსაჯები მოვიწვიოთ ევროსაბჭოდან, ან ვენეციის კომისიიდან წნორის ბირჟაზე სათანადო ტრენინგის გავლის შემდეგ”, – წერს დავით ზურაბიშვილი.