მილანის "ინტერის" თავდამსხმელი მაურო იკარდი ამბობს, რომ მადრიდის „რეალში“ გადასვლა სურს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
26 წლის არგენტინელს "ინტერთან" ხელშეკრულება 2021 წლამდე აქვს დადებული.
მიმდინარე სეზონში სერია A-ს 22 მატჩში იკარდიმ 10 გოლი გაიტანა. თებერვალში მას კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს.