ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფის მერვედფინალური სერიის პირველ მატჩში „მილუოკის“ ესტუმრა და 86:121 დამარცხდა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 17 წუთი გაატარა და 5 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
მერვედფინალური სერიის შემდეგ მატჩს „მილუოკის“ წინააღმდეგ „დეტროიტი“ ასევე სტუმრად 18 აპრილს, თბილისის დროით 04:00 საათზე გამართავს.
პლეი-ოფის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
„ჰიუსტონი“ - „იუტა“ 122:90, „პორტლენდი“ - „ოკლაჰომა“ 104:99, „ბოსტონი“ - „ინდიანა“ 84:74, „დენვერი“ - „სან ანტონიო“ 96:101, „გოლდენ სტეიტი“ - „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ 121:104, „ტორონტო“ - „ორლანდო“ 101:104, „ფილადელფია“ - „ბრუკლინი“ 102:111.