ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა

მონტე კარლოს მასტერზე მე-12 ნომრად განთესილი ნიკოლოზ ბასილაშვილი უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩთან  ანგარიშით 7:5, 3:6, 6:1 დამარცხდა და პრესტიჟულ ტურნირს პირველივე წრეში გამოეთიშა.

ბასილაშვილსა და ფუჩოვიჩს შორის მატჩი შეიძლება ითქვას ორ საათს გაგრძელდა. ქართველმა ჩოგბურთელმა 5 ბრეიკ პოინტიდან 1, ფუქჩოვიჩმა და 20-დან 3 სათავისოდ გამოიყენა.

მოგვიანებით ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა შეჯიბრშიც გამოცდის საკუთარ ძალებს. ის მოლდოველ რადუ ალბოტთან ერთად სამხრეთაფრიკელ რავენ კლაასენსა და ბრიტანელ ჯო სალისბერის დაუპირისპირდებიან.

მონტე კარლოს მასტერსის საპრიზო ფონდი 5,585,030 ევროა. ტურნირი სათავეს 1969 წლიდან იღებს. შეჯიბრი 13 აპრილს დაიწყო და 21 აპრილს დასრულდება.

მონტე კარლოს მასტერსის რეკორდსმენი რაფაელ ნადალია. ესპანელ ჩოგბურთელს შეჯიბრი მთლიანობაში 11-ჯერ აქვს მოგებული.