“…ამის გამო დაპირისპირებაც კი მოხდა და რატომ არავინ საუბრობთ?”

“…ამის გამო დაპირისპირებაც კი მოხდა და რატომ არავინ საუბრობთ?”

პარტია „ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ზუგდიდის მერობის კანდიდატად თავდაპირველად ნიკა მელია განიხილებოდა, შემდეგ კი ის საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა შეცვალა. ღარიბაშვილის თქმით, ამ ფაქტს ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

„ვიცი, რომ ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა, რომ კანდიდატად ნიკა მელია დაეყენებინა და მიხეილ სააკაშვილის მეუღლით ჩანაცვლდა. ამის გამო ვიცი, რომ ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოხდა. ეს ინფორმაცია არსებობს და რატომ არ საუბრობთ, მაგალითად, თქვენ ან სხვები? მაინცდამაინც აინტერესებთ, „ქართულ ოცნებაში“ რა ხდება. უბრალოდ მაგალითი მოგიყვანეთ, ნამდვილად არ მაღელვებს არც მელიას და არც არავისი ბედი ჩვენი ოპონენტების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის კვირაში” საუბრისას.