„ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, - რატომ მიიღო მონაწილეობა ირმა სოხაძემ რუსულ „ტოტალურ კარნახში“

„ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“, - რატომ მიიღო მონაწილეობა ირმა სოხაძემ რუსულ „ტოტალურ კარნახში“

რუსული პროექტი „ტოტალური კარნახი 2019“, რომლის მიზანია გააერთიანოს ვინც იცის, ან ვისაც სურს რუსულად საუბარი და წერა იცოდეს, საქართველში მეოთხედ გაიმართა. აქცია ჩატარდა თბილისში, ქუთაისში, გორში და ბათუმში. ტექსტი „ტოტალური კარნახის“ ფარგლებში ქართველმა მომღერალმა ირმა სოხაძემ წაიკითხა.

აღსანიშნავია, რომ შაბათს, 13 აპრილს რუსული „ტოტალური კარნახი“ რუსეთის გარდა ერთდროულად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაიმართა. გარდა ამისა, „ტოტალური კარნახი“ ჩატარდა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც.

ამ აქციის საქართველოში გამართვას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში, რადგანაც მსგავსი ღონისძიებები, რომელის მიზანიც რუსული ენის, რუსული კულტურისა და ზოგადად რუსეთის პოპულარიზებაა, რუსული პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევა.

მომღერალი ირმა სოხაძე „რეზონანსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს იყო საგანმანათლებლო აქცია და არანიარ კავშირში არ არის საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებასთან.

„ამ პროექტის შესახებ პირველად გავიგე და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროექტია, რომლის დევიზია იყო განათლებული. პროექტში გარდა ქართველებისა, მონაწილოებდნენ სომხები, ებრაელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ვფიქრობ, რომ იყო განათლებული არა მხოლოდ მოდურია, არამედ კომფორტულიც და გიადვილებს ცხოვრებას.

„მე პირადად რუსული სკოლა არ დამიმთავრებია, ჩემით ვისწავლე ეს ენა, ტოლსტოი და პუშკინი ლამის თავთან მედო გამუდმებით; რუსული გარმატიკაც შეიძლება ბევრ რუსზე უკეთ ვიცი და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. 

„არ ვფიქრობ, რომ რუსული ლიტერატურის კითხვა რამენაირად ხელს უწყობს რუსული პროპაგანდის გავრცლებას. ვინც ასე ფიქრობს, მათ სხვა რამე გააკეთონ, პირადად უთხრან რუსებს, რომ კარგად არ იქცევიან. მე ჩემი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია როგორც საქართველში, ისე რუსეთში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში“ - განაცხადა „რეზონანსთან“ ირმა სოხაძემ.