ჯენიფერ ლოპესმა საქმროს ღალატის შესახებ დუმილი დაარღვია

ჯენიფერ ლოპესმა საქმროს ღალატის შესახებ დუმილი დაარღვია

რამდენიმე კვირის წინ, ონლაინსივრცეში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ალექს როდრიგესი რომელიც სულ ახლახან დაინიშნა ჯენიფერ ლოპესზე, საცოლეს ღალატობდა.

სპორტსმენის შესახებ აღნიშნული ინფორმაცია მისმა ნაცნობმა - ხოსე კანსეკომ გაავრცელა, რომელმაც ალექსს საკუთარ ყოფილ ცოლთან რომანში დასდო ბრალი.

თუკი აქამდე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯენიფერ ლოპესი დუმილს ინარჩუნებდა, რამდენიმე საათის წინ, Charlamagne tha God’s Show-ში თემას გვერდი ნამდვილად არ აუარა.

"ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე ვიცი რა არის სიმართლე, ვიცი ის (ალექსი) როგორია, ის კი მე მიცნობს კარგად. ჩვენ ერთად ბედნიერები ვართ" - აღნიშნა მომღერალმა.

როგორც ჩანს, წყვილი ურთიერთობას ინარჩუნებს და სავარაუდოდ, მალე მათი ქორწილის ცერემონიის მომსწრენიც გავხდებით.