სკანდალი სამეფო ოჯახში: პრინცი უილიამი ქეით მიდლტონს ღალატობს?

სკანდალი სამეფო ოჯახში: პრინცი უილიამი ქეით მიდლტონს ღალატობს?

რამდენიმე დღეა ონლაინმედია სკანდალურ ინფორმაციას განიხილავს პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის შესახებ. საქმე იმაშია, რომ აქამდე არასდროს ყოფილა საუბარი მათ შორის არსებულ პრობლემებსა თუ დაშორების საფრთხეებზე, ახლა კი, უამრავი მათგანი წერს ქალბატონის შესახებ, რომელმაც ქეითის გაღიზიანება გამოიწვია.

გასულ წელს ქეითმა და უილიამმა ნორფოლკის საკუთარ რეზიდენციაში სტუმრობა გადაწყვიტეს, სადაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ არისტოკრატიული წრის ქალბატონთან - როუზ ჰენბერისთან, რომელიც მათი მეზობელი გახლდათ.

როუზი დაახლოებით ქეითის ასაკისაა, ის 23 წლით უფროს მარკესზეა დაქორწინებული, რომლისგანაც შვილებიც ჰყავს, ინსაიდერები ამბობენ, რომ მასა და ქეითს შორის საკმაოდ შესამჩნევი ვიზუალური მსგავსებაც არის.

ხოლო ის ფაქტი, რომ მისი ბებია  დედოფალი ელიზაბეტის ხელისმომკიდე იყო, უკვე მოწმობს თუ რამდენად ბუნებრივია, რომ ერთი წრის ოჯახებმა დაახლოება გადაწყვიტეს.

თუმცა ყველაფერი ასე მშვიდად არ წარმართულა, როგორც თჰე შუნ-ის გავლენიანი გამოცემა წერს, ქეითმა როუზის თავიდან მოშორება გადაწყვიტა და უილიამს მასთან კონტაქტი აუკრძალა.

მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახი აღნიშნული გამოცემისა და სხვა ტაბლოიდების წინააღმდეგ სარჩელის შეტანასაც კი აპირებდა, მათ საბოლოოდ უარი თქვეს სამართლებრივ ბრძოლაზე, რადგან ყველა მათგანი შორს იყო კონკრეტიკისგან. ფანებს კი, იმედოვნებენ რომ ყველასთვის საყვარელი წყვილის ცხოვრებაში მსგავსი პრობლემა აღარასდროს განმეორდება.