ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსზე ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსზე ითამაშებს

მონტე-კარლოს პრესტიჟულ მასტერსში, რომელიც დღეს, 13 აპრილს აიღებს სტარტს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ითამაშებს. სპორტსმენი ასპარეზობას ფუჩოვიჩთან მატჩით დაიწყებს. ამის შესახებ ტურნირის ვებგვერდზე წერია.

1000-ქულიან ტურნირზე საქართველოს პირველი ჩოგანი მე-17 ნომრად იქნება განთესილი. ჩოგბურთელს შარშან მონაკოში არ უთამაშია.

მონტე კარლოს მასტერსის საპრიზო ფონდი 5 მილიონ ევროზე მეტია. ტურნირი სათავეს 1969 წლიდან იღებს. შეჯიბრი 13-21 აპრილს იმართება.

მონტე კარლოს მასტერსის რეკორდსმენი რაფაელ ნადალია. ესპანელ ჩოგბურთელს შეჯიბრი მთლიანობაში 11-ჯერ აქვს მოგებული.