ბედნიერი ქორწინების 6 ოქროს წესი - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ბედნიერი ქორწინების 6 ოქროს წესი - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს

ბედნიერი ქორწინება ყველა გათხოვილი ქალის ნატვრაა (და არამხოლოდ მათი). მის მისაღწევად მონდომება და შრომა გვჭირდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სიყვარული ბავშვია. ის თავიდან ახალშობილია, დროთა განმავლობაში კი იზრდება და კიდევ უფრო მეტი რამ სჭირდება, ვიდრე აქამდე.

ურთიერთობაში მოვალეობის მოხდის მიზნით არაფერი არ გააკეთოთ. არ დაადგინოთ მკაცრი წესები, რომლებიც მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებს ემსახურება. ამბობენ, რომ ბედნიერი ქორწინება ჩხუბს სულაც არ გამორიცხავს. პირიქით, ეს ჯანსაღი მდგომარეობაა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩხუბის დროს ერთმანეთი არ დავამციროთ და საბოლოოდ ყველაფერი მხიარულ ნოტზე დავასრულოთ.

მაგალითად: ცოლი ქმარს ჩხუბის შემდეგ შეიძლება ეუბნებოდეს: "შე ბუზღუნა, ასე როგორ შეიძლება, ეცადე, გაითვალისწინო ჩემი აზრი და არ მაწყენინო". ტკბილი მიმართვა ბედნიერი ქორწინების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია.

შემდგარი ოჯახი - როცა წყვილს შორის ჰარმონიაა და ერთმანეთის სულიერადაც შესანიშნავად ესმით. ისინი არ გაურბიან საპირისპირო სქესზე საუბარს, თუმცა ყოველთვის იციან, სად და როდის გაჩერდნენ.

არ უზღუდავენ ერთმანეთს თავისუფლებას და იწყობენ გარემოს, სადაც ცალკე ყოფნაც შეუძლიათ. ეს აუცილებელია სრული კომფორტისთვის. როგორ ძლიერადაც უნდა გიყვარდეთ ადამიანი, საჭიროა, რომ სახლში არსებობდეს თქვენი "კუთხე".

ბედნიერი ცოლ-ქმარი ერთმანეთს საუბარს ყოველთვის აცდის. ცხადია, ის შემთხვევა არ ითვლება, როდესაც რამეს აღტაცებით წამოვიძახებთ ან გვსურს, ახალი ამბავი მეუღლეს პირველმა ვახაროთ. იგულისხმება ის, რომ თქვენს რჩეულს აცდით, გამოთქვას თავისი აზრი და უსმენთ ისეთი მონდომებით, რომ მისი გაგება არ გაგიჭირდეთ.

ორიგინალური ვახშამი - ეს აუცილებელი რამ არის, ქალბატონებო. იდეალური ვარიანტია, თუ თქვენ ან თქვენი მეორე ნახევარი ახერხებთ, რომ საღამოს ერთმანეთს სიყვარულით მომზადებული ვახშამი დაახვედროთ ან რომანტიკული გარემო შეიქმნათ. საჭმლის ერთად მომზადების პერსპექტივაც მომხიბლავად ჟღერს. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მშიერი მამაკაცი კმაყოფილი თითქმის არასდროსაა.

ბედნიერი ქორწინება დამოკიდებულია იმაზეც, გაქვთ თუ არა სამსახური, საყვარელი საქმე, თავისუფალი დრო, სურვილი იმისა, რომ უმაკიაჟოდაც მოვლილი ჩანდეთ. სიყვარულით სავსე ღიმილი ქალს ასმაგად ალამაზებს და მამაკაცებს სწორედაც რომ საყვარელი ქალის ღიმილი უფრო აბედნიერებთ, ვიდრე მისი მუდმივად მშვიდი და მონოტონური სახის ხილვა. აქვე გავითვალისწინოთ ისიც, რომ ბედნიერი ცოლ-ქმარი არასდროს ცდილობს დაუმტკიცოს ერთმანეთს თავისი უპირატესობა ფულად რესურსებთან მიმართებაში.

თუ თქვენ განიხილავთ საინტერესო თემებს, უზიარებთ ერთმანეთს სიყალბის გარეშე ახალი დღის ემოციებსა და შთაბეჭდილებებს, ცდილობთ, პრობლემური საკითხები საღამოს მას თავს არ მოახვიოთ და პასუხად იმავეს იღებთ - ბედნიერი ქორწინება გაქვთ.

დააკვირდით იმას, რამდენად ხშირად ხუმრობთ ერთმანეთთან. როგორც ვთქვით, ღიმილი საუკეთესო თერაპიაა. მართალია, ხუმრობა ყველა ადამიანს იდეალურად არ გამოსდის, თუმცა, თუ ბედნიერი ქორწინება გაქვთ, აუცილებლად გეცოდინებათ, რომელი ახალი ამბავი გაახალისებს თქვენს რჩეულს. ამიტომ ეცადეთ სიახლეებს არ ჩამორჩეთ.