„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ლონონის „არსენალთან“ წაგების შემდეგ (0:2), უეფას პრესსამსახურს განუცხადა, რომ საერთო გამარჯვების იმედი არ დაუკარგავს.
„ჩემი ფეხბურთელების გაუბედაობამ ცოტა გამაკვირვა. ვითარების გამოსწორება რთული იქნება, მაგრამ ახლა შინ, „სან პაოლოზე“ გვიწევს თამაში და გულშემატკივრებიც უნდა დაგვეხმარონ.
მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ და ეს მაძლევს ოპტიმიზმის საბაბს. გამარჯვება ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.“ - განაცხადა ანჩელოტიმ.
„ნაპოლისა“ და „არსენალის“ საპასუხო შეხვედრა 18 აპრილს გაიართება ნეაპოლში.