კეინი სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს

კეინი სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელი, ჰარი კენი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტისთან“ (1:0), მარცხენა ფეხი დაიზიანა, სამი თვე, ანუ სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს - გვამცნობს The Telegraph.

ამისდაკვალად, მას ერთა ლიგის ფინალური ეტაპის გამოტოვებაც მოუწევს, რომელიც 5-9 ივნისს პორტუგალიაში გაიმართება (ნახევარფინალში პორტუგალია შვეიცარიას ხვდება, ინგლისი - ჰოლანდიას).

25 წლის კეინი „ტოტენჰემის“ აღზრდილია. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან „დეზების“ მაისურით 28 მატჩი ითამაშა, 17 ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემით გამოირჩა.