სულშერი:

სულშერი: "ბარსელონაში შანსი გვექნება"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა „ბარსელონასთან“ (0:1) წაგების შემდეგ ისაუბრა. ნორვეგიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ მის გუნდს საპასუხო შეხვედრაში შანსი მიეცემა და გოლები უნდა გაიტანოს.

„მაკტომინეი ფატასტიკური იყო, ყოველდღე ვითარდება, დიდი სპორტსმენია. კარგად ვითამაშეთ, ვიცოდით, რომ უბურთოდ ყოფნა მოგვიწევდა და ეს დაღლილობას იწვევს.

დამწუხრებულები ვართ, რადგან დადებით შედეგს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ჩვენი შანსი ბარსელონაში გვექნება, შეგვიძლია გავიტანოთ. რაღაც სხვა უნდა გავაკეთოთ და რამდენიმე გოლი უნდა გავიტანოთ“, - განაცხადა სულშერმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონასა“ და „მანჩესტერის“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს, „კამპ ნოუზე“ გაიმართება.