დიეგო მარადონა პელეს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს. ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა Instagram-ის გვერდზე ფეხბურთის მეფესთან 40 წლის წინ გადაღებული ფოტო დადო, რომელსაც შემდეგი შინაარსის წარწერა აქვს:
„ეს ფოტო 40 წლისაა. ის რიო დე ჟანეიროში გადავიღეთ, როდესაც ერთმანეთს შევხვდით. ასეთი ახალგაზრდები ვიყავით მაშინ... გისურვებ ძალას, ენერგიას და სწრაფად გამოჯანმრთელებას, მეფე პელე!“
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პარიზის კლინიკაში 3 აპრილს მაღალი სიცხით მოხვდა. საავადმყოფოდან ის უკვე გაწერეს.
პელე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ფეხბურთში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად გახდა. საერთაშორისო ფეხბურთის ფედერაციამ ის მე-20 საუკუნის ფეხბურთელად დაასახელა.