ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი-ოფში საკუთარი მეტოქის ვინაობა გაიგო. ქართველი ცენტრის გუნდი მერვედფინალში „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდება.
NBA-ს რეგულარული გათამაშების ბოლო ტურში „დეტროიტმა“ სტუმრად „ნიუ-იორკს“ 115:89 სძლია, ქართველმა კალათბურთელმა კი 15 წუთში 6 ქულის, 3 გადაცემისა და 5 მოხსნის მოგროვება მოასწრო.
პლეი-ოფის დანარჩენი წყვილები ასე გამოიყურება:
აღმოსავლეთ კონფერენცია: „ბოსტონი“ - „ინდიანა“, „ფილადელფია“ - „ბრუკლინი“, „ტორონტო“ - „ორლანდო“.
დასავლეთ კონფერენცია: „გოლდენ სტეიტი“ - „ლოს ანჯელეს კლიპერსი“, „ჰიუსტონი“ - „იუტა“, „პორტლენდი“ - „ოკლაჰომა-სიტი“, „დენვერი“ - „სან-ანტონიო“.
პლეი-ოფის პირველი მატჩები 13 აპრილს გაიმართება.