ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ „მემფის გრიზლის“ 100:93 სძლია და ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 7 წუთი გაატარა, მისმა მონაგარმა კი 3 ქულა და 6 მოხსნა შეადგინა.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მიმდინარე სეზონში „დეტროიტს“ 40 მოგება და 41 მარცხი აქვს. 81 ტურის შემდეგ ფაჩულიას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს.
შემდეგ მატჩს „დეტროიტი“ 11 მარტს, სტუმრად „ნიუ-იორკის“ წინააღმდეგ გამართავს.