„ვულვერჰემპტონის“ მცველმა, რუბენ ვინაგრემ, რომელსაც დღეს, 9 აპილს, 20 წელი უსრულდება, ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია, წერს Birmingham Mail.
წყაროს ცნობით, „ლივერპული“ და „ბარსელონა“ სერიოზულად დაინტერესებულან „მგლების“ უკანახაზელით. „წითლების“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, აღფრთოვანებული ყოფილა ვინაგრეთი და სატრანსფერო სიაშიც ჩაუწერია. თავის მხრივ, კატალონიურმა კლუბმაც რამდენჯერმე გაგზავნა სკაუტები „ვულვზის“ მატჩებზე.
ვინაგრემ კარიერა „მონაკოში“ დაიწყო. შემდეგ „ვულვზში“ გადავიდა იჯარით. გასულ ზაფხულს კი პორტუგალიელი ინგლისურმა კლუბმა გამოისყიდა.