„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ერთ-ერთ ჟურნალისტთან თამაშის შემდგომი ინტერვიუ ჩაშალა. ამის შესახებ Goal-ი წერს.
საფრანგეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „სტრასბურგთან“ 2:2 ითამაშა და სანამ ტუხელს დაუსვამდა კითხვებს, „კანალ პლას“-ის ჟურნალისტი სტრასბურგელთა ფეხბურთელს ამ გუნდის მაისურით გადაცმული დახვდა და მოპოვებული ქულა მიულოცა, რამაც გერმანელი მწვრთნელის გაღიზიანება გამოიწვია.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა თამაშის მიმდინარეობას, ტუხელმა კორესპონდენტს ასე უპასუხა:
„თქვენ ორი წუთის წინ „სტრასბურგის“ მაისური გეცვათ და მიკერძოებული ჟურნალისტი ხართ. ამის შემდეგ როცა ინტერვიუს ჩემთან ჩაწერა მოგინდებათ, ჯობია არ შემეხმიანოთ“ - ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა „სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი და ე.წ. „მიქს-ზონა“ დატოვა.
საინტერესოა, რომ „სტრასბურის“ დამარცხების შემთხვევაში, „პსჟ“ საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულს ტურნირის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე გაინაღდებდა.