საფეხბურთო კლუბ Dorados de Sinaloa-ს არგენტინელმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ განაცხადა, რომ შესაძლოა ფეხბურთიდან წავიდეს.
ამის მიზეზი მექსიკის მეორე დივიზიონის გუნდ Venados de Merida-სთან გამართული მატჩია. 58 წლის სპეციალისტი გამოცემა ESPN-თან აცხადებს, რომ მსაჯმა მისი მეტოქე გუნდის სასარგებლოდ პენალტი დანიშნა.
გუნდების შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, თუმცა მარადონას გუნდს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად 3 ქულა სჭირდებოდა.
„ჩემი გუნდის მოთამაშეზე იყო სუფთა პენალტი, მაგრამ მსაჯმა არ დანიშნა. იმიტომ რომ შემდეგ პრესა დაწერდა ეს მარადონას გუნდია. მისთვის მეტი შეიძლება ვიდრე სხვებისთვის. მე არ მინდა ამით Dorados de Sinaloa-ს ვავნო. ამიტომ წასვლას ვაპირებ. გუნდის პრეზიდენტთან ამ თემაზე სერიოზული საუბარი მომიწევს“, -აცხადებს მარადონა.
ამის გარდა, არგენტინის ყოფილი ფეხბურთელი აცხადებს, რომ საერთოდ წავა სპორტიდან:
„დაველაპარაკები ცოლს. მეყოფა ფეხბურთი. თუ ცუდად იქცევი მსოფლიოში ყველაზე საშინელი ხარ. კარგად იქცევი მაინც ცუდი ხარ. ეს უსამართლობა და ამას ვერაფერს ვუხერხებ“ , - განაცხადა მარადონამ.
მარადონა მექსიკურ გუნდის Dorados de Sinaloa-ს მწვრთნელი 2018 წლის სექტემბერში გახდა. 2011-2018 წლებში სპეციალისტი საუდის არაბეთში მუშაობდა. 2010 წელს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი იყო. გუნდი მისი ხელმძღვანელობით, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედ ფინალამდე მივიდა.
როგორც ფეხბურთელი მარადონა ცნობილია „ბარსელონას“ და „ნაპოლის“ რიგებში თამაშისას. ის მსოფლიო ჩემპიონი ნაციონალურ გუნდთან ერთად 1986 წელს გახდა.