ნატოს მინისტერიალი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა. ნატო–მ ე.წ. შავი ზღვის პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნული პაკეტი აერთიანებს ზომებს, რომელთა მიზანია, შავი ზღვის რეგიონში სიტუაციის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერება, განმტკიცება. პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას ისეთ სფეროებში, როგორიცა არის – საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის სამსახურის წვრთნა, ვიზიტები პორტებში და ინფორმაციის გაცვლა.
როგორც ნატო–ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო–ს გემები უკრაინულ და ქართულ ხომალდებთან ერთად სწავლებაში მონაწილეობენ. გენერალური მდივანი აცხადებს, რონ ალიანსი ფოკუსირებულია ამ მნიშვნელოვან რეგიონზე.
ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, გაათავისუფლოს აზოვის ზღვაში დაკავებული უკრაინული გემები და სამხედროები. მოკავშირეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს საშუალო და ახლო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შედეგებით დასრულდა, გამომდინარე იქიდან, რომ მინისტერიალმა დაამტკიცა შესაბამისი პაკეტი, რომელიც შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართულებით ქმედებებს მოიცავს. ზალკალიანის განცხადებით, საქართველომ ძალიან სერიოზული მუშაობა გასწია იმისათვის, რომ მსგავსი სახის შედეგი მიეღო.
„მთელი წინა პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით ნატოელ პარტნიორებთან, რაც საბოლოოდ გამოიხატა კიდეც შედეგებში. მინისტერიალი საუბრობს უკრაინასთან და საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებაზე შავ ზღვაზე, გულისხმობს უფრო მეტი საზღვაო გემების ვიზიტს, ინფორმაციის გაცვლას, პერსონალის მომზადებას ნატო–ს სტანდარტებთან შესაბამისობაში.
ასევე ნატო თვისობრივად გაზრდის თავის ყოფნას შავი ზღვის აკატორიაში, რაც დამატებით კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს ქმნის შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. საქართველო აქტიურად გააგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რათა ჩვენი ქვეყნის პროგრესი ნატო–ს ინტეგრაციის გზაზე, სათანადო გადაწყვეტილებებში იქნეს ასახული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებისა და ფორმატის ამუშავება, რამაც შეიძლება, უფრო მჭიდრო გახადოს თანამშრომლობა ნატო–საქართველოს შორის და სტრატეგიული თვალსაზრისით, შავი ზღვის კუთხით ასეთი თანამშრომლობის გაღრმავება განსაკუთრებით საინტერესოა.
„საქართველო ასრულებს ალიანსის მხრიდან დადგენილ ყველა მოთხოვნას და მზად არის ნატო–ში გაწევრიანებისთვის. ყველამ იცის, რომ საქართველო ყველანაირი თვალსაზრისით მართლაც მზად არის. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატო–სთან და სრულდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დადგენილია ნატო–ს მხრიდან.
ჩვენი მეგობრები ნატო–დან ხშირად ამბობენ საუბრებში, რომ საქართველო იმაზე მეტად არის მზად ალიანსში გაწევრიანებისთვის, ვიდრე ნატო–ს არაერთი ქვეყანა. თუმცა, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და იმედი გვაქვს, საშუალოვადიან პერსპექტივაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნატო–ში საქართველოს გაწევრიანების სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო ქაცარავას განცხადებით, შავი ზღვის ფორმატში ნატო–ს გააქტიურება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის თავდაცისუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების გაძლიერებას ეხება. ქაცარავას განცხადებით, ამ პაკეტის ფარგლებში კონკრეტული მიმართულებები გამოიკვეთა, როგორიცაა თავდაცვის სანაპირო დაცვის პერსონალის ტრეინინგი და ინფორმაციის გაცვლა.
„ნატო–ს მიერ ე.წ. შავი ზღვის პაკეტის დამტკიცება ხელს უწყობს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაზრდას. მათ შორის, მნიშვნელოვანია რეზოლუცია, რომელიც ინიცირებულია და საუბარია საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიაზე, თუ რა საფრთხის უქმნის ქვეყანას. რუსეთისგან რეაქციას ყოველთვის ველოდებით ხოლმე, ეს ახალი არ არის. ამ ფონზე საქართველო სულ უფრო წინ მიდის“, – განაცხადა სოფო ქაცარავამ.
ნატო–ს მხრიდან შავი ზღვის პრიორიტეტად გამოცხადება, „ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, იმავე შედეგამდე მიგვიყვანს, რა შედეგიც იყო ადრიატიკისა და ბალტიის ზღვის შემთხვევაში. მისი განმარტებით, ნატო–ს შავი ზღვის მსგავსი ინიციატივა ბალტიისპირეთის ზღვაზე ჰქონდა, როცა ბალტიის ზღვის უსაფრთხოების სისტემის შესახებ გამოაცხადა და ამას მოჰყვა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ნატო–ში გაწევრიანება.
„შემდეგ ანალოგიური მიდგომა ადრიატიკის ზღვის მიმართ იყო, რასაც ბალკანეთში სიტუაციის დამშვიდება და ბალკანეთის ქვეყნების ნატო–სკენ სვლა მოჰყვა. მნიშვნელოვანია, რომ ახლა დადგა შავი ზღვის ჯერი, რადგან ბოლო წლების ყველაზე მძაფრი დაპირისპირება შავ ზღვაზეა.
ვხედავთ რუსეთს, რომელიც აფხაზეთისა და ყირიმის ოკუპაციით ცდილობს დასავლური უსაფრთხოების სისტემისკენ შავი ზღვის მოძრაობა არ დაუშვას. ამიტომ, ნატო–ს მხრიდან შავი ზღვის პრიორიტეტად გამოცხადება იმავე შედეგამდე მიგვიყვანს, რა შედეგამდეც მიიყვანა ადრიატიკისა და ბალტიის ზღვის შემთხვევაში, ანუ ამას მოჰყვება შავი ზღვის სახელმწიფოების გაწევრიანება ნატო–ში“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის შემდგომი განმტკიცებისთვის შავ ზღვაზე აქცენტის გაკეთება მნიშვნელოვანია.
„ეს პირდაპირ რუსეთის ინტერესების შეზღუდვაა. იცით, რომ შავი ზღვა ჩაკეტილია, სადაც სამხედრო ყოფნა შეუძლებელია იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც არ არიან შავი ზღვის ქვეყნები და ამ ვითარებაში საქართველოს როლი მნიშვნელოვნად იზრდება, თუნდაც, რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში და ეს ქვეყანამ უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
13 იანვარი, 9:02
''worldatlas''-მა შეადგინა რეიტინგი იმ ქვეყნებისა, სადაც განათლების სისტემამ ''კრახი'' განიცადა და დღესაც განიცდის(ფორმალური სათაური ასეთია '' ქვეყნები, უსაშინლესი განათლების სისტემით ''). კვლევა შეიცავდა უამრავ კრიტერიუმს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია, განათლების სისტემის ორგანიზებულობა, განათლებაში ჩადებული თანხა, სწავლების ფორმა, მასწავლებელთა სწავლების მეთოდიკა, კულტურული განათლება და მოიტანა თუ არა ამ განათლების სისტემამ შედეგი/ შედეგზე გასვლა.
image
რეიტინგში 25 ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყანა გამოვლინდა, ''საპატიო'' 25-ე ადგილს საქართველო იკავებს.
1 ეკვატორული გვინეა 0.7 %
2 მიანმარი 0.8 %
3 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1.2 %
4 ზამბია 1.3 %
5 არაბეთის გაერთიანებული საამიროები 1.3 %
6 მონაკო 1.6 %
7 ლიბანი 1.6 %
8 ლიბერია 1.9 %
9 შრი-ლანკა 2.0 %
10 ერიტრეა 2.1 %
11 ლიხტენშტაინი 2.1 %
12 გვინეა 2.1 %
13 დომინიკის რესპუბლიკა 2.2 %
14 ლიბია 2.3 %
15 ირანი 2.3 %
16 პაკისტანი 2.4 %
17 ზიმბაბვე 2.5 %
18 კატარი 2.5 %
19 ანტიგუა და ბარბუდა 2.5 %
20 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2.5 %
21 ჩადი 2.6 %
22 პერუ 2.6 %
23 კამბოჯა 2.6 %
24 სიერა ლეონე 2.7 %
25 საქართველო 2.7 %
(2017-18 წლის კვლევა)
U.S.News -ის კვლევა: საქართველოს ადგილი Top-80 განათლებულ ქვეყანას შორის არ არის!
2018, 19 სექტემბერი, 20:21
U.S.News & World Report-ის კვლევაში, რომელიც მსოფლიოს განათლებული ქვეყნების რეიტინგს წარმოადგენს, საქართველო ვერ მოხვდა.
image
მართალია, საქართველო რეიტინგში წარმოდგენილ 80 ქვეყანას შორისაც ვერ მოხვდა, მაგრამ რეიტინგში ვხვდებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს.
რუსეთი რეიტინგში 22-ე ადგილზეა, თურქეთი - 35-ზე, ხოლო აზერბაიჯანი - 62-ე ადგილზე.
image
რეიტინგში წარმოდგენილი საუკეთესო 10-ეული ასე გამოიყურება:
მე-10 ადგილი – დანია
მე-9 ადგილი – შვედეთი
მე-8 ადგილი – იაპონია
მე-7 ადგილი – შვეიცარია
მე-6 ადგილი – ავსტრალია
მე-5 ადგილი – საფრანგეთი
მე-4 ადგილი – გერმანია
მე-3 ადგილი – კანადა
მე-2 ადგილი – აშშ
1-ლი ადგილი – გაერთიანებული სამეფო
image
წარმოგიდგენთ რეიტინგში ბოლო 10 ქვეყანას
71-ე ადგილი - ანგოლა
72-ე ადგილი - განა
73-ე ადგილი - კენია
74-ე ადგილი - ვიეტნამი
75-ე ადგილი - ნიგერია
76-ე ადგილი - გვატემალა
77-ე ადგილი - მიანმარი
78-ე ადგილი - ტანზანია
79-ე ადგილი - ალჟირი
მე-80 ადგილი - პაკისტანი