Marca: აზარი

Marca: აზარი "რეალის" ფეხბურთელი გახდება

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. Marca-ს ინფორმაციით, ეს-ესაა ყველა მხარე, ორივე გუნდი და ფეხბურთელი დეტალებზე შეთანხმდნენ.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში აღნიშნული ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდეს. როგორც მადრიდული გამოცემა წერს, „ჩელსი“ 100 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელი ესპანურ გრანდს ბედს 6 წლით დაუკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ჟურნალისტებმა ზინედინ ზიდანს ბელგიელი ვარსკვლავის შესახებ ჰკითხეს, რაზეც ფრანგის პასუხი ასეთი იყო:

„რა თქმა უნდა, აზარი დიდი ფეხბურთელია, თუმცა ყველაფრის თქმა, რასაც ვფიქრობ, არ შემიძლია“, - თქვა ზიდანმა.