იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი „ენცო ბეარზოტის“ მე-9 პრემიის ლაურეატი გახდა. ინფორმაციას იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ლეგენდარული მწვრთნელის სახელობის პრემია, რომელმაც იტალიის ეროვნული ნაკრები 1982 წელს მუნდიალის ფინალში გაიყვანა, 2011 წელს დაწესდა. მას სეზონის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელს გადასცემენ.
54 წლის მანჩინი ეროვნული ნაკრების მეორე მწვრთნელია, ვისაც პრესტიჟული ჯილდო ერგო. 2011 წელს „ენცო ბეარზოტის“ პრემია ჩეზარე პრანდელის გადაეცა.