500 ათასი ფუნტი სტერლინგი კვირაში - ამ ანაზღაურებას „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი პოლ პოგბა კლუბში დარჩენის სანაცვლოდ ითხოვს. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელით მადრიდის „რეალი“ მას შემდეგ დაინტერესდა. რაც ზიდანი სამეფო კლუბში დაბრუნდა. ფრანგ სპეციალისტს სურს პოგბამ თავისი გუნდი გააძლიეროს.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ პოგბასთან ხელშეკრულების გაგრძელება 2024 წლამდე სურს. ფრანგი ფეხბურთელი ამჟამად კვირაში 300 ათას ფუნტს იღებს, თუმცა შრომითი ანაზღაურების გაზრდა სურს.
პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 2016 წლიდან თამაშობს.