ინგრედიენტები
მჟაუნა - 1 კონა
წყალი - 1 ლ
იმერული ყველი - 100 გ
კარტოფილი - 1-2 ცალი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
სტაფილო 1 ცალი
ყვავილოვანი კომბოსტო - 100 გ
ოხრახუში და კამა - გემოვნებით
ზეთი ან კარაქი - მოსახრაკად
მომზადების წესები
ჩაასხით წყალი ქვაბში, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ჩაყარეთ მასში პატარა კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. სანამ კარტოფილი იხარშება, დაუმატეთ ყვავილოვანი კომბოსტო.
გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი, ან გაადნეთ კარაქი, მოხრაკეთ მასში გახეხილი სტაფილო. როცა სტაფილო დარბილედება, დაუმატეთ გახეხილი ყველი. გააჩერეთ ცეცხლზე მხოლოდ 1 წუთი.
შემდეგ გარეცხეთ მჟაუნა და დაჭერით მსხვილად. თუU კარტოფილი უკვე მოიხარშა, დაუმატეთ ქვაბში მჟაუნა და ტაფაზე მოხრაკული სტაფილო და ყველი. მოაყარეთ მარილი და პილპილი და ხარშეთ კიდევ ერთი წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.