საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი 2011 და 2013 წლებში კაუნასის "ჟალგირისის" მწვრთნელი იყო, ლიეტუვური კრეპსინის.ნეტ-ისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ძველი დროება გაიხსენა და ჩვენს ეროვნულ გუნდზეც ისაუბრა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ევროლიგისა და ფიბას რთულმა ურთიერთობამ საქართველოს ნაკრები აზარალა, მაგრამ ზუროსის აზრით, მის გუნდს ნათელი მომავალი აქვს.
"ჩვენთვის ეს მტკივნეული იყო, რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ საქართველოში კალათბურთი ვითარდება. ჩვენ გოგა ბითაძე გვყავს.
კარგი ბიჭია, ძალიან პერსპექტიული, მხოლოდ ფიზიკური მომზადების გაუმჯობესება მართებს, რათა უფრო სწრაფ და ძლიერ კალათბურთელებთან თამაში არ გაუჭირდეს. მიხარია, რომ "ბუდუჩნოსტში" ასპარეზობს".