რუსეთის პრემიერლიგის მე-16 ტურის გამოტოვებულ მატჩი სამარის „კრილია სოვეტოვმა“ „ორენბურგთან“ სტუმრად 1:3 წააგო და ამ მატჩისთვის განაცხადში ვერ მოხვდა ჯანო ანანიძე.
ქართველი ნახევარმცველის არყოფნაზე კომენტარი გააკეთა „კრილიას“ მთავარმა მწვრთნელმა მიოდრაგ ბოჟოვიჩმა, რომელმაც თქვა, რომ ჯანო მუხლზე დისკომფორტს განიცდის:
„მუხლზე დისკომფორტი იგძნო. გარდა ამისა, თამაში ხელოვნურ საფარზე ჩატარდება და ჯანოს ასეთ პირობებში თამაშის ეშინია", - აღნიშნა ბოჟოვიჩმა.
შეგახსენებთ, ანანიძეს ტრავმის გამო ირლანდია - საქართველოს მატჩიც გაუცდა, თუმცა, შემდეგ „კრილიას“ რიგებში ითამაშა. "კრილიას სოვეტოვი" კი 21 თამაშში მოპოვებული 24 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.