„არასწორია - მთავრობას ნატოში გაწევრიანება უნდა, ან არ უნდა - ეს საქართველოს მოსახლეობის არჩევანია“

„არასწორია - მთავრობას ნატოში გაწევრიანება უნდა, ან არ უნდა - ეს საქართველოს მოსახლეობის არჩევანია“

ვაშინგტონში NATO–ს 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მინისტერიალზე, ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ შავი ზღვის რეგიონში კონკრეტული ზომების მიღებას აპირებს. საუბარია საჰაერო დაზვერვის გაძლიერებაზე, ასევე სამხედრო გემების რაოდენობის გაზრდაზე. მინისტერიალის დაწყებამდე კი კონგრესის ორივე პალატაში მოსმენები გაიმართა, სადაც საქართველოს NATO–ში გაწევრიანების საკითხი პრიორიტეტულად დასახელდა.

„რუსეთმა საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტი ამ ქვეყნებში შეჭრითა და ოკუპაციით დაარღვია. NATO–მ უნდა უზრუნველყოს სამხედრო დახმარება და რჩევები უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვასთვის. ის უნდა მიისწრაფოდეს ალიანსში საქართველოს შეყვანაზე. შესაძლოა, დროებით, ოკუპირებული მხარეების გარეშე, როგორც ეს გავაკეთეთ დასავლეთ ბერლინში ცივი ომის დროს“, – განაცხადა აშშ–ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა თანაშემწემ ეველინ ფარკასმა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ნატო–ს მინისტერიალის ფარგლბში საქართველო როგორც პოლიტიკურ, ისე სამხედრო ნაწილში მხარდაჭერის მოლოდინშია.

„თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ამას მივესალმებით. ნატო–ს გენერალური მდივანი სულ რამდენიმე დღის წინ იყო საქართველოში, ასევე იყო სამხედრო კომიტეტი. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო–სთვის შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია არის პრიორიტეტი. შესაბამისად, საქართველოსთან თანამშრომლობაც სხვა, მაღალ დონეზეა აყვანილი. ამიტომ, ცხადია, რომ ამ პროცესში ჩვენ ველოდებით მეტ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე სამხედრო ნაწილში“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მაშინ როდესაც აშშ–ის კონგრესმა საქართველოს NATO–ში გაწევრიანების საკითხი პრიორიტეტულად დაასახელა, ცნობილი ხდება, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება რუსეთს სთავაზობდა მოლაპარაკებას სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ტერიტორიების სანაცვლოდ მთავრობა მზად იყო ნატოზე ეთქვა უარი. როგორც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ამ საუბრის მოწმე არის გრიგოლ ვაშაძე, როდესაც რუსეთს მოლაპარაკებებს სთავაზობდნენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების სანაცვლოდ.

„ვთავაზობდით, მოდით რამეში გავცვალოთ, თუ ტერიტორიებს მოგვცემდნენ ყველაფერზე უარს ვამბობდი მათ შორის ნატოზეც კი. 2008 წლის დასაწყისში პირდაპირ ვუთხარი, ახლავე გიწერთ ხელს, ნატოზეც უარს ვამბობ, ტერიტორიები დაგვიბრუნეთ დავამყაროთ მშვიდობა. ეს საკითხი აქტუალური განსაკუთრებით დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის მიერ კოსოვოს აღიარების შემდეგ გახდა.

აქცენტი კი ამ შემთხვევაში აფხაზეთზე კეთდებოდა, რადგან ცხინვალს ნელ–ნელა ისედაც ვიბრუნებდით. მაშინ „სამხრეთ ოსეთის მთავრობა“ სპეციალურად შეიქმნა და დიმიტრი სანაკოევი, ყოფილი სეპარატისტი დავნიშნეთ, რომ ოსებისთვის გვეჩვენებინა, მათ საქართველოს იურისდიქციის ქვეშ შეეძლებოდათ თავიანთი მთავრობის ყოლა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

ამ სკანდალური მოლაპარაკების ერთ–ერთი მონაწილე გრიგოლ ვაშაძე განმარტებას არ აკეთებს, თუმცა ერთმნიშვნელოვანია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადება, რომელსაც სააკაშვილი ხელისუფლება კრემლის მსახურს უწოდებდა. როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს ყველაფერი ილაპარაკოს და გააკეთოს იმისთვის, რომ დატოვოს ის სტატუს–კვო, რომელიც დღეს არის – დარჩეს ივანიშვილის მთავარ ოპონენტად და ამით მიაღწიოს თავის მიზნებს.

„ამ ტიპის მოლაპარაკებებზე, რაც გუშინ სააკაშვილმა გაახმოვანა, საქმის კურსში არ ვიყავი. ერთადერთი ვიცი, რომ მან ნამდვილად თქვა ასეთი ფრაზა რუსეთის პრეზიდენტთან საუბრის დროს – „ჯერ დაგვიბრუნეთ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ და მერე ჩვენ შეიძლება ნატო–ზე უარი ვთქვათ“. ამ ფორმულირებით ეს მას ნამდვილად აქვს ნათქვამი, მაგრამ იყო თუ არა სერიოზული მოლაპარაკებები მისი მხრიდან რუსული სამხედრო ბაზების დატოვების ან ნატო–ზე უარის თქმის თაობაზე, პირადად მე, ამის საქმის კურში ნამდვილად არ ვარ. თუმცა, ეს რაც სააკაშვილმა გამოაცხადა, შესწავლის საგანია“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თუ სააკაშვილის განცხადებიდან ამოვალთ, ასეთ შემთხვევაში არქივში ალბათ ინახება სააკაშვილის და რუსეთის ხელისუფლების მოლაპარაკების დამადასტურებელი დოკუმენტალური მასალა. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სააკაშვილი არ იყო მოქნილი დიპლომატი, რომელიც ამ შინაარსის მოლაპარაკებაზე წავიდოდა რუსეთთან.

შესაბამისად, არ გამორიცხავენ, რომ ამ მძიმე განცხადების ადრესატი იყოს რუსეთი, რომ, თუკი რუსეთის ხელისუფლება უზრუნველყოფს საქართველოში სააკაშვილის დაბრუნებას, ასეთ შემთხვევაში, მზად არის უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. ანალიტიკოსების განცხადებით, სააკაშვილი ხელისუფლებაში დაბრუნების სანაცვლოდ ასეთი შინაარსის მოლაპარაკებებზე წამსვლელია.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი იხსენებს, რომ მსგავსი განცხადება სააკაშვილის ადრეც გაუკეთებია. როგორც წესი, ასეთი განცხადებები ჰაერზე არ კეთდება და პრეზიდენტის მხრიდან ასეთი მოლაპარაკების შესახებ დოკუმენტალური მასალა უნდა არსებობდეს, თუ, რა თქმა უნდა, სააკაშვილი არ იტყუება.

რაც შეეხება თავად განცხადებას, ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ სააკაშვილის განცხადება გათვლილია ამომრჩევლის იმ ნაწილზე, რომელშიც არსებობს სკეფტიციზმი ნატოში გაწევრიანების თაობაზე და ცდილობს ამ ელექტორატის ხმების მოპოვებას.

„ხედავს, რომ გაიწელა ნატოში გაწევრიანების პროცესი, რაც სხვა პრობლემა არის. მისი მიზანია არჩევნების წინ ამომრჩევლის გულის მოგება, რათა ხმა მისცენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან დღეს იმდენად აქტუალური და პოპულარული აღარ არის ქვეყნის ნატოში გაწევრიანება. მოსახლეობაში არსებობს უკმარისობის განცდა ამ მიმართულებით – რამდენ ხანს უნდა ელოდონ ნატოს, ეს განცდა აშკარად იგრძნობა და ვფიქრობ, რომ ამ განწყობის მოთვინიერება და თავის სასარგებლოდ გამოყენება უნდა სააკაშვილს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მაშინ მოიტანოს მტკიცებულებები როდის და როგორი ფორმით თქვა ამის შესახებ. არ მჯერა სააკაშვილის, რომ ასეთი მოქნილი იყო დიპლომატიაში. ძალიან ხისტი იყო“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ საფუძველშივე არასწორია საუბარი იმაზე, რომ კონფლიქტები საქართველოში დაკავშირებულია ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებასთან. როგორც ფხალაძე ამბობს, კონფლიქტები არ დაწყებულა 2002 წლის მერე.

„რატომღაც ბევრს წარმოუდგენია ისე, თითქოს საქართველომ ნატოსკენ სვლა დაიწყო 2008 წელს. საქართველომ ნატოში განაცხადი შეიტანა 2002 წელს, ხოლო ნატოსკენ სვლა კიდევ უფრო ადრე დაიწყო. მაგრამ კონფლიქტები საქართველოში დაიწყო კიდევ უფრო ადრე, როდესაც საერთოდ არ იყო საუბარი ნატოზე. ამიტომ, ამ კონფლიქტს აქვს აბსოლუტურად სხვა ძირი და სხვა საფუძველი. შესაბამისად, ნატოში გაწევრიანება-არგაწევრიანება ამასთან ბმაში არ არის.

ამიტომ შეთავაზება იმისა, რომ მე არ შევალ ნატოში და მოვაწესრიგოთ კონფლიქტები, საფუძველშივე არასწორია ასეთი კონსტუქციის და სტრატეგიის აშენება, მით უმეტეს რუსეთთან.

მაგალითისთვის თუ წარმოვიდგენთ, სულ არ აპირებს ნატოში გაწევრიანებას მოლდოვა და ვხედავთ როგორი კონფლიქტი აქვთ. უკრაინაში კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როდესაც უკრაინა არ ლაპარაკობდა ნატოზე და ჰქონდა უბლოკო სტატუსი. ასე რომ, როდესაც მსგავსი ტიპის სტრატეგიაზე ვლაპარაკობთ, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს მოლდოვას და უკრაინის საკითხი“, – აცხადებს თენგიზ ფხალაძე.

ექსპერტის განცხადებით, არასწორია საუბარი იმაზე რომელიმე მთავრობას ნატოში გაწევრიანება უნდა, ან არ უნდა, იმიტომ, რომ საქართველოს დასავლური ინტეგრაცია, ეს არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი.

„შესაბამისად, დემოკრატიულ სახელმწიფოში მთავრობა ასრულებს საზოგადოების შეკვეთას. ამიტომ, საფუძველშივე არასწორია საუბარი იმაზე, რომ რომელიმე მთავრობა გადაუხვევს საზოგადოების დაკვეთას. უნდა გვქონდეს თუ არა საუბარი რუსეთთან. იცით რა არის, არსებობს სხვადასხვა შეხედულება და გააჩნია რას გულისხმობთ ამ საუბრებში.

თანამედროვე მსოფლიოში პრობლემის მოწესრიგების ორი გზა არსებობს – მოლაპარაკება, ან ომი. როდესაც ამბობ, რომ ომის გზა შენთვის არის მიუღებელი და ირჩევ მშვიდობიანი მოწესრიგების გზას, ბუნებრივია, რომ ეს გულისხმობს პოლიტიკურ შემადგენელს და მისი ერთ–ერთი შემადგენელია დიალოგი, მათ შორის იმ ქვეყანასთან, ვისთანაც გაქვს პრობლემა.

შემდგომი საკითხები არის უკვე ტაქტიკის საქმე. საუბარი არ არის იმაზე, რომ საქართველო რუსეთთან პირისპირ დარჩეს. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. თავისთავად ცხადია, აქ ჩართული უნდა იყოს ჩვენი პარტნიორები, გააქტიურებული უნდა იყოს ორმხრივი დიპლომატია. დანარჩენი, რამდენად ვახერხებთ, როგორ ვახერხებთ და ა.შ. ბევრია გასაკეთებელი და უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა ძალებმა გამოხატონ ერთიანობა ამ ძირითად საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე ვიკინკლაოთ. ეს არის ის საკითხი, რომელიც ნებისმიერ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე უფრო მაღლა უნდა იდგეს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას თენგიზ ფხალაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია არ ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებით რუსეთთან ვაჭრობას ისახავდა მიზნად. მისი თქმით, გავრცელებული თეორია არის, განსაკუთრებით ანტიდასავლურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების მიერ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება შესაძლებელია.

„ეს განცხადებაც შეიძლება განვიხილოთ იმ კონტექსტში, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება შეუძლებელია. ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ინტერესია მისი უსაფრთხოება. შესაბამისად, დამოუკიდებელი საგარეო ფორმიდან უნდა ამოვიდეს ნებისმიერი ქვეყნის საგარეო ინტერესი. ამ შემთხვევაში ნატო ქვეყანას სჭირდება იმისათვის, რომ ეროვნული ინტერესები და ღირებულებები განავითაროს. რა თქმა უნდა, რუსეთი არც ერთ ხელისუფლებასთან არ წავა გარიგებაზე, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაუბრუნონ საქართველოს და ნატოს სანაცვლოდ მოხდეს ეს გარიგება.

რამდენადაც რუსეთისთვის ოკუპირებული ტერიტორიები არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. მისთვის დემოკრატიის განვითრება, დასავლური ინტეგრაცია ფაქტად არის შეფასებული. ამიტომ, მე ვერ გეტყვით მიხეილ სააკაშვილს როდის ჰქონდა ეს მოლაპარაკება, ან ჰქონდა თუ არა საერთოდ, თუმცა ყოველ შემთხვევაში ამ განცხადებით, თუ ასეთი რამ მართლა იყო, ფაქტია, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის ის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, მან დააბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები“, – აცხადებს თეონა აქუბარდია.

მისი თქმით, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი და ამის საფუძველზე ხდება უსაფრთხოების გეგმის შემუშავება. შესაბამისად, როგორც აქუბარდია აცხადებს, ნებისმიერი პოლიტიკოსი იქნება ძალიან გულუბრყვილო იფიქროს, რომ რუსეთი მზად არის ნატოს წევრობაზე უარის სანაცვლოდ მოხდეს მისი ტერიტორიული მთლიანობა.

„უკრაინის მაგალითი არის ამის ძალიან კარგი ილუსტრაცია, როდესაც უკრაინამ ბლოკგარეშე სტატუსი მიიღო, უარს აცხდებდა ნატოში გაწევრიანებაზე, მას დაემართა ის, რაც ყველასთვის ცნობილია. რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილის განცხადება რუსეთისთვის იყოს გზავნილი.

ეს შეიძლება იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, რუსეთის ინტერესში არ შედის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია. ქვეყანას აქვს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, ისეთი როგორიც აქვს და ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ამ გზით სიარული იმისთვის, რომ მოხდეს მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რაც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას თეონა აქუბარდიამ.

tngh 2008 წლის შემდეგ, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა. "ნატოში" გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება სრულიად საქართველომ უნდა მიიღოს რეფერენდუმით... მათ შორის დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. უბლოკო სამხედრო სტატუსი, საგარეო პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და შიდა დიფერენცირებული ფედერალური მოწყობა გაამთლიანებს და განავითარებს საქართველოს...
4 წლის უკან
tngh 2008 წლის შემდეგ, მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარება მკვეთრად შეიცვალა. "ნატოში" გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება სრულიად საქართველომ უნდა მიიღოს რეფერენდუმით... მათ შორის დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. უბლოკო სამხედრო სტატუსი, საგარეო პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და შიდა დიფერენცირებული ფედერალური მოწყობა გაამთლიანებს და განავითარებს საქართველოს...
4 წლის უკან
სოციალისტი ნამდვილად არ არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანი, ნამდვილად არა!!! როცა ეს არჩევანი გაკეთდა მაშინ საქართველოს მოსახლეობა ფიქრობდა, რომ ნატოში გაწევრიანება გადაწყვეტილების მიღებისთანავე თუ არ მოხდებოდა, ერთ-ორ წელზე მეტი არ დააგვიანდებოდა, ამასთანავე ხმის მიმცემთა 90 -მა პროცენტმა არ იცოდა თუ ნატოს წესდების მე-6 მუხლი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში ნატოს ავალდებულებდა საქართველოს, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფ საოკუპაციო (რუსელი) სამხედრო ძალებთან ომში ჩაბმას! ან საქართველოს უარი უნდა ეთქვა ოკუპირებულ აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე. ამასთანავე ხალხი იმედით შეჰყურებდა მომავალს, რადგან სამოქალაქო ომის დასრულებიდან და ასე თუ ისე მშვიდობიანი პერიოდის დადგომის შემდეგ გასული იყო სულ 12-15 წელი. ხალხი ახალი ხელისუფლების პირობებში ელოდა ეკონომიურ აღმავლობას, სამუშაო ადგილებს, წესიგს, მშვიდობას ... ამიტომ იმ ხელისუფლებას (2003-2005 წლები) ნატოში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა. ამ რეფერენდუმს (2008 წლის 5 იანვარი) მოჰყვა რუსეთის პირდაპირი აგრესია და აგვისტოს 3 დღიანი ომი, რის შედეგადაც მოხდა ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოება და რუსეთმა აღიარა ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ხალხმა დაინახა, რომ ოკუპანტის წინააღმდეგ ნატომ სამხედრო დახმარება არ გაგვიწია. შემდეგ წლებში არაერთი მცდელობის მიუხედავად , ასევე მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ მიიღეს ნატოში, ჩვენი ქვეყანა მოსახლეობის მთლიან რაოდენობაზე გადათვლით არის ნატოს უდიდესი კონტრიბუტორი, ანუ ჩვენი შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ სხვა სუვერენულ ქვეყნებში ნატოს მიერ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებში! ნატო კი ხან ასპირანტს გვეძახის და ხან ლაბოირანტს! ევროპის წამყვანი ქვეყნეები რუსეთის საფრთხის გამო უარს ამბობენ გვეუბნებიან ნატოში გაწევრიანებაზე. ნება გვაქს მხოლოდ გაღებულ კართან ვიდგეთ და ვაკაკუნოთ, ხანდახან შევიხედოთ კიდეც და ეს არის სულ! ამ დროს რუსეთმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ააშენა და გააძლიერა ახალი სამხედრო ბაზები. რამდენიმე სერიოზულმა ქვეყანამ (ვენესუელა, სირია) ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოქმნილი რეჟიმები სუვერენულ სახელმწიფოებად სცნო! მიუდავად ნატოს მიერ დეკლარირებული სრული მხარდაჭერისა, ოკუპანტი ქვეყანა კვლავ აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების მცოცავ ანექსიას. აქეთ გვტევენ მეზობლები აზერბაიჯანი და სომხეთი, ვერ ხერხდება ამ ქვეყნებთან საზღვრების დემარკაცია! თურქეთი სრული სვლით ახორციელებს აჭარის ლიბანიზაციის გეგმას. 2003 წლის შემდეგ საქართველო განიცდის არნახულ იდეოლოგიურ წნეხს დასავლეთის ქვეყნებიდან, რომლებიც გვაიძულებენ დავგმოთ ჩვენი რჯული და ტრადიციები. მოგვიშალეს განათლების სისტემა, ჯიუტად გვაიძულებენ გავიზიაროთ ე.წ. გენდერის თეორია, მათი პირდაპირი და ირიბი ზეწოლით ადგილობრივი მე-5 კოლონის (არასამთავრობო ორგანიზაციები) მეშვეობით პირადობის მოწმობიდან ამოგვაღებინეს მამის სახელი, პასპორტიდან ეროვნება, პარლამენტმა მიიღო და კონსტიტუციაში ჩაწერა სამარცხვინო კანონი. მასმედია იყიდეს და დღე ნიადაგ ტელეეკრანებიდან, პრესიდან, ინტერნეტის საშუალებით გვიქადაგებენ გახრწნილი ლგბტ თემის მორალის იდენტობას თავისუფლებასთან, მოწინავე კულტურულ იდეოლოგიად სურთ მოგვაჩვენონ. იქამდეც კიმ მივიდა საქმე, რომ სიტყვა სამშობლოს გამოყენება ოფიციალური პირის მიერ საძრახის საქციელად გამოაცხა ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მოთრეულმა ლიბერასტების ხროვამ. ... ყველა ამ საშინელების აღწერას დიდი მწერალის კალამი სჭირდება! ... მეტს აღარ გავაგრძელებ, უსუფაშვილი ან ხუხაშვილი ხომ არა ვარ?! უბრალოდ ჩემს დასკვნას გეტყვით, ნატოს საკითხზე ახალი პლებისციტის ჩატარების შემთხვეაში ხმები ასე განაწილდება: არა ნატოს - 55%. კი ნატოს - 25% (ლიბერასტები და კოლექტიურ ილიაუნში ნაწავლი ახალგაზრდობის ნაწილი) , არ ვიცი-20%.
4 წლის უკან
trampi ესააა დემოკრატიის ჩუხჩუხი

არადა ამაზე მეტი ცინიზმი რაღა გინდათ?
------------------------------------------------

აშშ-მ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას აშშ-ს ვიზა გაუუქმა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ს აღნიშნული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ ავღანეთში სიტუაციის შესწავლას ეხება, რომლის ფარგლებში ამერიკელი სამხედროები შესაძლოა, გამოძიების ქვეშ მოექცნენ.

2017 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურატურამ ავღანეთში სიტუაციის წინასწარი შესწავლა დაიწყო. პროკურორის განცხადებით, არსებობს იმის ვარაუდის საფუძველი, რომ ავღანეთში აშშ-ს სამხედროებმა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ზომებს მიიღებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წევრების მიმართ, ვინც აშშ-ს სამხედროებთან მიმართებაში გამოძიებას ატარებენ.
--------------------------------------------------------

როგორ თუ ჩვენ ჯარისკაცებს რამეში ადანაშაულებთო..... ერთი გაბედეთ და მათზე აუგი რამე თქვიით...ეგრევე დედას გიტირებთო
ჩვენი ჯარისკაცები კი თურმე დაბადებიდანევე დამნაშავეეები ყოფილან(არიან)
საწყალ ჩვენ ჯარისკაცებს აფრიკაში თავსლაფი დააასხეს ...........ვიღაც აფრიკელი ქალები გაააუპატიურესო----- ფრანგების ნავაჟკაცარი ჩვენ ბიჭებს დაააბრალეს .....მაგარი ,,მეგობრობაააა,,, მაგარი .....
თქმისა ერცხვინებათ, თქმისა....... ჩვენ რომ მაგათი ყმები ვართ, ყმები .
ეგე თუ არა ------------------ბენდუსააა თუ ვიღაცა ის ამოისვეს (საერთაშორისო სამართლის პრაკურორი) .. და ჩვენ რაღას გვიზამენ ..
....................ჩვენი კიდე ჩვენი მთავრობა ამერიკულ დირექტივებს რატო ასრულებსო ....ბიჭები არიან და ნუ შეასრულებენ...

მოკლედ ნიღაბი ჩამოიხსნ---ჩამოიგლიჯეს .....................
ეკეთააააათ როო??
4 წლის უკან