ლონდონის "არსენალის" ყოფილმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა უახლოეს მომავალში რომელიმე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მუშაობის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
"ეს შესაძლებელია, მაგრამ თუ ეს მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე", - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.
მედია არსენ ვენგერის შემდეგ სამუშაო ადგილად ფრანგულ პსჟ-ს ასახელებდა, თუმცა კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ აღნიშნული ინფორმაცია უარყო.