"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბის ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბასთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა.
"მანჩესტერიდან 30 კილომეტრში გვიწევდა თამაში. გასვლის წინ პოგბამ მკითხა, შეუძლია თუ არა უკან პირადი ავტომობილით დაბრუნდეს. მე ვუთხარი: "ლონდონში რომ წავსულიყავით და შენ იქ დარჩენა გადაგეწყვიტა, ეს სხვა საქმეა, მაგრამ როდესაც ასე მცირე მანძილზე მივდივართ, ამას არანაირი აზრი არ აქვს". ეს რომ ვუთხარი, ეწყინა.
ჩვენ მოვიგეთ. მატჩის შემდეგ პოგბა ისევ მოვიდა და კითხვა გაიმეორა. მოგების გამო ბედნიერი ვიყავი და დავთანხმდი: "ასე მოვიქცეთ, ჩვენთან ერთად ავტობუსში ჩაჯექი, შენი მძღოლი კი სტადიონიდან ათი წუთის სავალ გზაზე დაგელოდება და სადაც გინდა, იქ წადი". თუმცა ის არც ამ სიტყვებმა გაახარა.
სტადიონიდან გასვლისას დავინახე, რომ საკლუბო ავტობუსთან ახალი ავტომობილი იდგა. მის აღმატებულებას სტადიონიდან "როლს-როისით" წასვლა სურდა. რა უნდა გამეკეთებინა? მეთქვა, რომ გამარჯვების შემდეგ შეგიძლია რაც გინდა, ის აკეთო? თუ სხვანაირად მემოქმედა, რათა შემდეგ ხელმძღვანელობას გუნდიდან გავეშვი?" - განაცხადა მოურინიომ.