ბელგიის იუპერლიგა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ჩემპიონატი ორ ნაწილად გაიყო. გიორგი ჩაკვეტაძის და გიორგი ქვილითაიას "გენტი" საჩემპიონო ჯგუფშია და 3 აპრილს "სტანდარტს" დაუპირისპირდება.
18-კაციან განაცხადში კვლავ არ არის გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, თუმცა დიდი ალბათობით, ის დაბრუნებას 6 აპრილს, "გენკთან" გასამართ მატჩში მოახერხებს.
გიორგი ჩაკვეტაძეს 30 იანვრის შემდეგ არ უთამაშია. მას მუხლის ტრავმა აწუხებდა.
სწორედ ამავე მიზეზით არ მიუღია მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში შვეიცარიასთან (0:2) და ირლანდიასთან (0:1) წაგებულ მატჩებში.
"სტანდარტთან" მატჩისთვის 18-კაციან განაცხადშია გიორგი ქვილითაია, რომელსაც ტრავმის მოშუშების შემდეგ სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა.