გამოცემა France Football-მა 2018/19 წლების სეზონზე. მსოფლიოსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები დაასახელა. პირველ ადგილზეა კატალონიის „ბარსელონას“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლიონელ მესია.
მისი შემოსავალი თვეში 7 მილიონი ევროა, მთლიანად კი ფეხბურთელის დანაზოგი 130 მილიონ ევროს შეადგენს.
რეიტინგში მეორეა „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუა. პორტუგალიელმა 2018/19 წლების სეზონზე, 113 მილიონი ევრო გამოიმუშავა. მესამეა ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ბრაზილიელი ნეიმარი, რომლის შემოსავალმაც 91,5 მილიონი ევრო შეადგინა.
ტოპ-5 -ში შევიდა ასევე „ატლეტიკოს“ ფორვარდი ანტუან გრიზმანი (44 მილიონი ევრო) და „რეალის“ ფეხბურთელი გარეტ ბეილი, რომლის შემოსავალმაც 40,2 მილიონი ევრო შეადგინა.