„თუ დასავლეთმა საშუალება მისცა რუსეთს, საქართველო ტბად გადააქციოს, ჩვენ სხვის ჯიბეში აღმოვჩნდებით“

„თუ დასავლეთმა საშუალება მისცა რუსეთს, საქართველო ტბად გადააქციოს, ჩვენ სხვის ჯიბეში აღმოვჩნდებით“

უკრაინაში და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შევიდნენ. ალიანსის მუდმივ მოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში ნიდერლანდების, თურქეთის, ბულგარეთის და რუმინეთის საფლაგმანო ხომალდები შედის. აღნიშნული ხომალდები საქართველოს სანაპირო დაცვის ორ მცურავ საშუალებასთან – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირესთან“ ერთად ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდების შემოსვლა ტრადიციად იქცა. ნატოს გენერალური მდივანი ღიად ამბობს, რომ ნატო განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონში პარტნიორებთან და ეს გემები მონაწილეობას მიიღებენ საზღვაო წვრთნებში. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ამ კვირას ნატო–ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეათანხმებენ ახალ ზომებს, რათა გააუმჯობესონ რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ცნობიერება და გაზარდონ ნატო–ს მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის გაწვრთნა და ინფორმაციის გაცვლა.

„ნატო საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს. ნატო შეშფოთებულია რუსეთის აგრესიული ქცევით, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ, რაც ამ დრომდე გრძელდება, ასევე აზოვის ზღვაში უკრაინელი მეზღვაურებისა და გემების დაკავების გამო. ნატო–მ უკვე გააფართოვა წარმომადგენლობა შავ ზღვაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში.

გასულ კვირას, თავად გახლდით და ვიხილე „ნატო–საქართველოს სწავლება“. ნატო–ს გემები არიან უკრაინასა და საქართველოში. ეს გემები ჩაერთვებიან სწავლებაში სახელწოდებით „ზღვის ფარი“, რომელიც შავ ზღვაში გაიმართება. ველოდები, რომ ნატო–ს წევრი ქვეყნების მინისტრები შეათანხმებენ ახალ ზომებს და რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

გენარალური მდივნის განცხადებით, გაძლიერდება საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერა, ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის სამსახურის წვრთნები, ვიზიტები პორტებში და სწავლებები.

„გაზრდილია ნატო–ს აქცენტები შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსთან ვმუშაობთ საკითხებზე, რომ გამოწვევები დაიძლიოს. ნატო–სთვის და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის აუზი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანი კონსტრუქციები ჩალაგდა ყირიმის ანექსიის დროს, რუსეთის მოკალათების კუთხით შავი ზღვის საზღვარზე. უკრაინის საზღვარზე ხომალდებია განლაგებული და ეს მეტყველებს რუსეთის ინტერესებზე.

ნატო, რა თქმა უნდა, აცხადებს ინტერესს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებაზე. საქართველოსთან გვაქვს ამ საკითხებზე საუბარი. ჩვენ უფრო მეტი საზღვაო ხომალდები გვაქვს, უფრო მეტი სამხედრო თანამშრომელი გვყავს, მათ შორის რუმინეთში და სხვა ქვეყნებში. პარტნიორებთან ვმუშაობთ, მათ შორის საქართველოსთან, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე. თანამშრომლობა გრძელდება საქართველოს საზღვაო ნაწილთან, რათა უფრო მეტი შევძლოთ საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით თავდაცვისუნარიანობის გაზრდის მიზნით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივნის განცხადების პარალელურად, შს მინისტრი აცხადებს, რომ შსს–ს ახალი მიმართულება გაუჩნდა, ნატო–სთან თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში.

„სანაპირო დაცვის ნაწილში ვიწყებთ რეფორმების ახალ ტალღას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სამხედრო საზღვაო ძალები არ გააჩნია და შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს არის ერთ–ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. აქ ძირითად როლს იძენს სწორედ სანაპირო დაცვა. შსს–ს ახალი მიმართულება გაუჩნდა. ეს გახლავთ ნატო–სთან თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

„სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელის, ზურაბ აგლაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში დასავლეთის და განსაკუთრებით ნატოს მიერ უფრო მეტი აქტივობაა შავ ზღვაში, რაც მისი თქმით, გამოწვეულია იმით, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთს აქვს მცდელობა როგორმე ჩაკეტოს შავი ზღვა, გადააქციოს ტბად, როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში იყო, როდესაც კონკურენტი არ ჰყავდა.

„რუსეთის ამ მცდელობას როგორმე უნდა აღუდგეს ნატო. თუ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ამის გარღვევა და თუ დასავლეთმა საშუალება მისცა რუსეთს, რომ საქართველო გადააქციოს ტბად, ჩვენ პრაქტიკულად სხვის ჯიბეში ავღმოჩნდებით. ეს ტერმინი – შავი ზღვის რეგიონი დასავლეთის და განსაკუთრებით ნატოს ლექსიკონში ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანია.

ამის დასტურია წვრთნები და განსაკუთრებით აშშ–ის გემების ხშირი სტუმრობა შავ ზღვაში, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. არ ვფიქრობ, რომ რუსეთი პოზიციებს ადვილად დათმობს შავ ზღვაში. თუმცაღა, ნატოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოება. ყოველწლიურად იზრდება ფინანსური დახმარება საქართველოს და უკრაინის მიმართ, ამას ემატება ისიც, რომ შავ ზღვაში წარმოდგენილია ნატოს გემები“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.

სამხედრო ანალიტიკოსის ამირან სალუქვაძეს განცხადებით, როგორც წესი, ნატოს გენერალური მდივანი ჰაერზე არაფერს ლაპარაკობს და არც ისეთ ქვეყნებში არ დადის, რომელსაც პარტნიორად არ აღიქვამენ, ან არ არსებობს ინტერესები. შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაში ეს ინტერესი არის ორმხრივი. რაც შეეხება ნატოს გააქტიურებას შავ ზღვაზე, სალუქვაძის განცხადებით, თუ დინამიკაში ვნახავთ, ნატოს გააქტიურება პასუხია შავი ზღვის რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებების, კერძოდ უკრაინაში.

„ყირიმის ანექსიის შემდეგ დაიწყო ნატოს გააქტიურება. 2014 წლამდე მგავს ინტენსიურ ქმედებებს ნატოს მხრიდან ვერ ვიხილავთ. რამდენადაც არ უნდა გადაატრიალოს რუსეთმა, დროში, დინამიკაში ასე მოხდა. რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას ამ პროცესში, ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ. სერიოზული შანსი გვეძლევა, რომ ნატოს დახმარებით უზრუნველვყოთ საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცება საზღვაო მიმართულებით“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.

სამხედრო ანალიტიკოსის განცხადებით, კარგია, რომ შს სამინისტრო ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს, მაგრამ ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ სამხედრო ფუნქციები და საზღვრის დაცვა, ანუ პოლიციის ფუნქციები.

„გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ეხმარება და თანამშორმლობს სანაპირო დაცვასთან, რითი შეიძლება დაეხმაროს სანაპირო დაცვას – ანუ, აქ იკითხება ის პრობლემები, რაზეც ვსაუბრობ, გარკვეული ამოცანის იქეთ ნატო ვერ შეძლებს დაეხმაროს სანაპირო დაცვას.

ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, თავდაცვის სამინისტრომ და მასში შემავალმა გენერალურმა შტაბმა უნდა იფიქრონ როგორ უზრუნველყონ სამხედრო თვალსაზრისით ქვეყნის უსაფრთხოება ზღვის მიმართულებით, ეს არის საფიქრალი თემა.

არ ვეთანხმები საზღვაო ფლოტის გაუქმებას, ისევე როგორც იმ დეპარტამენტის გაუქმებას, რომელიც გენერალურ შტაბში იყო. ამ მიმართულებით საფიქრალია და გადაწყვეტილება არის მისაღები. მოგვიწევს ისევ პირველი ნაბიჯების გადადგმა ფლოტის ნულიდან შექმნის თვალსაზრისით“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ამირან სალუქვაძემ.

რა არის საქართველოსთვის შავი ზღვის უსაფრთხოება? – პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს განცხადებით, პირველ რიგში, ეს არის საქართველოს საზღვაო საზღვრების დაცვა, რადგან, მისი თქმით, საქართველო შავი ზღვისპირა ქვეყანა არის და ამავე დროს, საქართველოს საკუთარი ინტერესები აქვს შავ ზღვაში.

„ჩვენი მესაზღვრეები, სამხედრო გემები ატარებდნენ თურქეთის გემებს, რომლებსაც ჩვენი ტერიტორიიდან აფხაზეთიდან გაჰქონდათ წიაღისეული. მაინტერესებს შეწყვიტა თურეთმა ასეთი მიმოსვლები შავ ზღვაში, სად არის ამ დროს საქართველოს უსაფრთხოება? თითქოს ერთი გემი ნატომ გვაჩუქა, ერთი გემიც სხვამ, არ ვიცი ეს გემები წვრთნებისთვის, სამხედრო აღლუმებისთვის გვინდა, თუ ჩვენი ტერიტორიული სასაზღვრო ზოლის დაცვისთვის.

კი, ნატოს დიდი სურვილია დააკანონოს შავ ზღვაში თავისი ყოფნა და ხშირად შემოდიან სამხედრო გემები ხან ნატოს და ხან აშშ–ის დროშებით, ამას დიპლომატიურ ენაზე დროშის ილუსტრაცია ჰქვია, მაგრამ ჩვენი საზღვაო საზღვრები, ჩვენი ტერიტორიული წყლები დაცულია ამ მხრივ? არ ვიცი, პესიმისტურად ვარ ამ მხრივ განწყობილი. პოლიტიკა ფასდება შედეგით და რა შედეგი გვაქვს? - არაფერი. თუკი ნატოსთან ვაღრმავებთ ურთიერთობას, ელემენატარულია, ამან ჩვენს აგრესიულ მეზობელს თავშეკავებისკენ უნდა უბიძგოს, ასე იყო ისტორიულად“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.

 

 

 

სოციალისტი 2 (ორი) მცურავი საშუალება რაღაა, ტივი, ნავი,კატარღა...თუ საესკადრო ნაღმოსანი?!
5 წლის უკან
tngh სამწუხაროდ, საქართველოში თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტი უფრო მეტია, ვინემ შემდუღებელი...
5 წლის უკან
DDDzia სოციალისტი
მე არ ვიცი როგორაა საქართველოს საზღვაო ტერმინოლოგიაში მიღებული, მაგრამ რუსულ ტერმინოლოგიაში ხომალდი (корабль) არის მხოლოდ სამხედრო მცურავი საშუალების (плавсредство) დასახელება. ხომალდი არ შეიძლება ეწოდოს სამოქალაქო მცურავ საშუალებას. გემი ეწოდება მცურავ საშუალებას თუ მას აქვს რაღაც განსაზღვრული წყალწყვა. ამ წყალწყვამდე ყველა სხვა საშუალება არის მხოლოდ მცურავი საშუალება (კატარღა, ნავი, ბოტი, ველბოტი, კაპარჭა და ა.შ).
5 წლის უკან
trampi worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა
13 იანვარი, 9:02


''worldatlas''-მა შეადგინა რეიტინგი იმ ქვეყნებისა, სადაც განათლების სისტემამ ''კრახი'' განიცადა და დღესაც განიცდის(ფორმალური სათაური ასეთია '' ქვეყნები, უსაშინლესი განათლების სისტემით ''). კვლევა შეიცავდა უამრავ კრიტერიუმს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია, განათლების სისტემის ორგანიზებულობა, განათლებაში ჩადებული თანხა, სწავლების ფორმა, მასწავლებელთა სწავლების მეთოდიკა, კულტურული განათლება და მოიტანა თუ არა ამ განათლების სისტემამ შედეგი/ შედეგზე გასვლა.

image

რეიტინგში 25 ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყანა გამოვლინდა, ''საპატიო'' 25-ე ადგილს საქართველო იკავებს.


1 ეკვატორული გვინეა 0.7 %
2 მიანმარი 0.8 %
3 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1.2 %
4 ზამბია 1.3 %
5 არაბეთის გაერთიანებული საამიროები 1.3 %
6 მონაკო 1.6 %
7 ლიბანი 1.6 %
8 ლიბერია 1.9 %
9 შრი-ლანკა 2.0 %
10 ერიტრეა 2.1 %
11 ლიხტენშტაინი 2.1 %
12 გვინეა 2.1 %
13 დომინიკის რესპუბლიკა 2.2 %
14 ლიბია 2.3 %
15 ირანი 2.3 %
16 პაკისტანი 2.4 %
17 ზიმბაბვე 2.5 %
18 კატარი 2.5 %
19 ანტიგუა და ბარბუდა 2.5 %
20 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2.5 %
21 ჩადი 2.6 %
22 პერუ 2.6 %
23 კამბოჯა 2.6 %
24 სიერა ლეონე 2.7 %
25 საქართველო 2.7 %
(2017-18 წლის კვლევა)



U.S.News -ის კვლევა: საქართველოს ადგილი Top-80 განათლებულ ქვეყანას შორის არ არის!
2018, 19 სექტემბერი, 20:21
U.S.News & World Report-ის კვლევაში, რომელიც მსოფლიოს განათლებული ქვეყნების რეიტინგს წარმოადგენს, საქართველო ვერ მოხვდა.

image

მართალია, საქართველო რეიტინგში წარმოდგენილ 80 ქვეყანას შორისაც ვერ მოხვდა, მაგრამ რეიტინგში ვხვდებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს.




რუსეთი რეიტინგში 22-ე ადგილზეა, თურქეთი - 35-ზე, ხოლო აზერბაიჯანი - 62-ე ადგილზე.



image



რეიტინგში წარმოდგენილი საუკეთესო 10-ეული ასე გამოიყურება:


მე-10 ადგილი – დანია

მე-9 ადგილი – შვედეთი

მე-8 ადგილი – იაპონია

მე-7 ადგილი – შვეიცარია

მე-6 ადგილი – ავსტრალია

მე-5 ადგილი – საფრანგეთი

მე-4 ადგილი – გერმანია

მე-3 ადგილი – კანადა

მე-2 ადგილი – აშშ

1-ლი ადგილი – გაერთიანებული სამეფო

image



წარმოგიდგენთ რეიტინგში ბოლო 10 ქვეყანას



71-ე ადგილი - ანგოლა

72-ე ადგილი - განა

73-ე ადგილი - კენია

74-ე ადგილი - ვიეტნამი

75-ე ადგილი - ნიგერია

76-ე ადგილი - გვატემალა

77-ე ადგილი - მიანმარი

78-ე ადგილი - ტანზანია

79-ე ადგილი - ალჟირი

მე-80 ადგილი - პაკისტანი
5 წლის უკან