ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა ბერნდ შუსტერმა ზინედინ ზიდანი გააკრიტიკა. გერმანელმა ფრანგს შვილის, ლუკა ზიდანის ძირითად შემადგენლობაში გამწესება არ მოუწონა.
„ასეთი რაღაცები მამასა და შვილს შორის არ მომწონს. ბიჭი შესაძლოა ამ სიტუაციამ დააზარალოს.
„რეალის“ ცუდი სეზონი? ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე ვერაფერს მოიგებდნენ. გუნდს აკლია ფეხბურთელი, რომელიც ბევრ გოლს გაიტანს.
ვფიქრობ, ზიდანი დაკვირვებას აწარმოებს ვინ უნდა დარჩეს და ვინ უნდა წავიდეს გუნდიდან. თუმცა, ისეთი ლიდერების შენარჩუნება და მომდევნო სეზონის მომზადება უნდა, როგორებიც ისკო, მარსელო და ბეილი არიან“, - თქვა შუსტერმა.