წუხელ, პრემიერლიგის 32-ე ტურის ბოლო მატჩში, „არსენალმა“ „ნიუკასლს“ 2:0 მოუგო. ცხრილში „ტოტენჰემს“ გადაუსწრო და მესამე ადგილზე დადგა. შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთი გოლის ავტორმა, ფრანგმა ალეკსანდრ ლაკაზეტმა, ჟურნალისტებს თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა.
„მძიმე მატჩი გამოვიდა. მწვრთნელმა გვითხრა, რომ მომთმენნი უნდა ვიყოთ და ორთაბრძოლებისას ეფექტურად ვიმოქმედოთ. ასეც მოვიქეცით. „ნიუკასლთან“ ყოველთვის გვიჭირს ხოლმე თამაში და შედეგით ბედნიერები ვართ.
ვგრძნობ, რომ შარშანდელთან შედარებით, გუნდში ატმოსფერო უკეთესობისკენ შეიცვალა. ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც შეგვიძლია ვიფიქროთ. გულშემატკივრები ამაში ძალიან გვეხმარებიან. ბევრს ვმუშაობთ, რათა მაღალ შედეგებს მივაღწიოთ. ახლა მთავარი ამოცანაა მესამე ადგილი შევინარჩუნოთ. გვჯერა საკუთარი თავის.“ - უთხრა ლაკაზეტმა BBC-ს.