პიკფორდმა პაბში იჩხუბა

პიკფორდმა პაბში იჩხუბა

„ევერტონისა“ დაა ინგლისის ნაკრების მეკარე, ჯორდან პიკფორდი, ერთ-ერთ პაბში დიდი მუშტიკრივის თანამონაწილე გახდა - გვამცნობს The Sun.

ინციდენტი ქალაქ სანდერლენდში მოხდა. მეკარე მავან თანაპაბელს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ერთი-ორი მოსცხო კიდეც. ისინი პაბის დაცვამ გააშველა. „ევერტონის“ წარმომადგენლება განაცხადეს, რომ უკვე იციან მომხდარის შესახებ და ადასტურებენ, რომ შეხლა-შემოხლაში მათი მოთამაშეც მონაწილეობდა.

პიკფორდი გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების მთავარი მეკარე გახლდათ და ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა. ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯი იყო და „სამ ლომთან“ ერთად, მუნდიალის ნახევარფინალსაც უწია.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, 25 წლის პიკფორდმა „ევერტონის“ მაისურით 32 მატჩი ითამაშა და 42 გოლი გაუშვა.