ლუკა ზიდანმა რეალის მთავარ გუნდში პირველად ითამაშა
ამჟამად „ლიდს იუნაიტედის“ მეკარე, წარსულში კი მადრიდის „რეალის“ მოთამაშე, კიკო კასილია, „სამეფო კლუბის“ 20 წლის კარის დარაჯის, ლუკა ზიდანის პირველ გუნდში დებიუტის შესახებ ესაუბრა ჟურნალისტებს.
„პირველი ვიქნები, ვისაც ლუკას წარმატება გაუხარდება. ის შესანიშნავი ადამიანი და ჩინებული მეკარეა. ვფიქრობ, წლეულს მან დიდი ნაბიჯი გადადგა მოწიფულობისკენ. გადასარევად ირჯება დუბლშემადგენლობაში.
ლუკას ყველაფერი აქვს, რაც ნამდვილ მეკარეს უნდა ჰქონდეს. მისი უახლოესი მომავალი „რეალთანაა“ დაკავშირებული, თუმცა არასოდეს იცი წინ რა გელის. დარწმუნებული ვარ, სადაც არ უნდა იყოს, ლუკა არაერთ წელიწადს იქნება საუკეთესო მეკარეებს შორის.“ - უთხრა კასილიამ Marca-ს.
შეგახსენებთ, რომ ესპანური პრიმერას ბოლო ტურის მატჩში „უესკასთან“ (3:2), „რეალის“ მთავარი გუნდის კარი ლუკამ პირველად დაიცვა. ის „სამეფო კლუბის“ მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ვაჟი გახლავთ.